იყო ანთება, გზა, უცხოეთი გადასახლება ჩემი ბრძანებით გაგიჟებაში გავხდი პოეტი - ცოდვების ბოდვით და მონანებით. (უდაბნოებში უფრო ხშირია... მზის დაღამება და გამრუდება) და გზები ასჯერ გადაირია. და მდევდა კვლავ თან ბედის მწერალი... მიმაქანებდა როგორც შურდული ფიქრი ღმერთებთან ნაქიმერალი: ყოველი წუთით განცდა სხვაობდა და დავსხლტი ისევ და უეცარი ბედი ოხერი ამიჭაობდა. სამშობლოც ჩემთვის ბნედას მოუნდა უძილო ქართან ბოდავს პოეტი: - ღმერთი გაგიჟდა და გაკლოუნდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ილო მოსაშვილის პოეზია |