მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1034 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

იცით, რა შეუძლია

რომელიმე პიესის

თითქოს აუღელვებელ

და უწყინარ რემარკებს?

შიშით და მოლოდინით,

თრთოლვით და უტკბილესი

ვნებით და იდუმალი

მღელვარებით შემარხევს...

ვთქვათ, ფრჩხილებში წერია:

როგორც მზეზე დუკატი,

სახე ისე უბრწყინავს

ბრაზით ლაურენსიას

და რომ რეგვენ კომანდორს,

ფიწლით მოკვლას უქადის...

იმას იმკის მტარვალი,

რაიც დაუთესია...

მეფისტოფელს რა ეცვა

ან რა ეცვათ მონარქებს,

ან რომ ფარდის დაშვება

აგვირგვინებს ეპილოგს,

ილიონის კედლებთან

ჰექტორს და ანდრომაქეს

ვინ შეხვდება, ეს იმან

უნდა გაგვაგებინოს.

რომ რუანის დილეგში

თაგვი აფრთხობს ჟანა დარკს,

რადგან ბნელი დილეგი

თაგვის საჰერცოგოა,

რომ ვინც სიკვდილს შესცინა

და გაუამხნაგდა,

ახლა თაგვით დამფრთხალი

და უმწეო გოგოა...

დონა ანა მხურვალედ,

ევედრება იესოს,

ისე გადმოხრილია,

თითებს თრთოლვით შემახებს...

იცით, რა შეუძლია

რომელიმე პიესის

თითქოს აუღელვებელ

და უწყინარ რემარკებს?..

ჩვენს სულს შეუცნობელის

მოლოდინით აქეზებს,

ერთმა კოცნამ, რომელიც 

აგვირგვინებს დიალოგს,

ჩვენ რომ უნდა ვიხილოთ

ერთხელ ფიცარნაგებზე,

იქნებ ჩვენი ცხოვრება

სულაც შეატრიალოს...

ერთი ხელის შეხებით

გააცოცხლებს თოჯინებს,

ქრება ყოველდღიური

უხეში და უხამსი,

სურვილსა და ოცნებას

ლტოლვა დაიმორჩილებს

და ჩვენ თვალწინ ჰამლეტი

იმზირება ბუხარში...

მისდევს ჩვენი ოცნება

თავაწყვეტილ ლანსელოტს

და მუსიკა ირხევა

ბემოლად და დიეზად,

წამით ცხადი ქრება და 

ცხადი აღარ არსებობს

და ცხადი და ნამდვილი

არის მხოლოდ პიესა...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ