მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 910 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კონცერტი მი-მინორი

მე მეკუთვნოდი,

გაქრობამდე მე მეკუთვნოდი,

შენ, იდუმალთან ზიარების ძვირფასო წამო!..

გაღვიძებული ანგელოსის თეთრი მუხლები

აფრიალებდა იისფერი ხავერდის სამოსს...

მე დავინახე,

როგორ მივქროდი,

იყო გასული წელი ათასი.

და მე მივქროდი,

ვარსკვლავების გასწვრივ მივქროდი,

ტკბილი ნაღველით შერხეული სულის კადანსით.

უძვლო, 

უხორცო,

მდუმარების ერთგული პირმშო

და ასტრალური იმპერიის ერთი ნამცეცი,

მივქროდი ციურ გზაჯვარედინზე

უთანხმოება გამქრალიყო სულის ამწეწი.

ჩემი ცხოვრება დღის და ღამის მონაცვლეობა

არ იყო მხოლოდ,

არც ფუსფუსი,

არც შეხვედრები,

არც უწესრიგოდ თავმოყრილი მოგონებები,

არც სახეები გატანჯული ჩუმი ვედრებით.

არც ნაღვლიანი თაობები,

აღარც წამება

ოქროს ღვთაებით,

მიწიერით,

ამაოებით,

მე ბედნიერი,

ვარსკვლავების გასწვრივ მივქროდი,

მარადისობის ოცნებებით ნასაზრდოები.

ო, იდუმალთან ზიარების ძვირფასო წამო,

მე მეკუთვნოდი გაქრობამდე ყველა რეგისტრით,

მე მეკუთვნოდი შენს წინაშე თავის დახრისთვის

და შენს წინაშე მუხლმოდრეკისთვის!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ