მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2276 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თარგმნა: გივი გეგეჭკორმა

მორჩა, წერტილი დასვა ფრანსუამ

და აქ თავდება მისი ანდერძი.

ზარების რეკვით თუკი აღსრულდა

და გაერია მალე ლანდებში,

სურს, რომ წითელი გეცვას სამოსი,

თუ დაესწრებით იმის პანაშვიდს,

მას სიყვარულით სული ამოსძვრა

ღიმით მიმავალს იმ ქვეყანაში.

არ ტყუის, როგორც ბინძურს და წუნკალს,

სულ ყველგან ქვებით ბედშავ ვიიონს

გააფთრებული მისდევენ უკან;

ისე მიადგა ის რუსილიონს,

რომ სულის მოთქმა არვინ აცალა

და ყოველ ბუჩქნარს, როგორც ფალასი

მან შეატოვა ქვედა საცვალი

აწ მიმავალმა იმ ქვეყანაში.

ვერ უფარავდა სხეულს ძონძები,

რომ შეეგება მიქელ-გაბრიელს,

და სიყვარული, ღვთით ნაბოძები,

სულს უჯიჯგნიდა გზაში დაბნეულს;

ვერ გადაუყვლეფს ბალთა მეომარს

სხეულს იმგვარად, ანდა ქარქაში,

მაგალითია მართლაც მხნეობის

ის, მიმავალი იმ ქვეყანაში.

პრინცო, თუ გითხრეს, ალბათ ძალიან

არ გაგაოცებს სიტყვა ხალასი,

რომ ბოლოს ისევ ღვინო დალია

მან, მიმავალმა იმ ქვეყანაში.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ფრანსუა ვიიონის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ