მთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? თოვლითა, ყინულითაო; კენკეშა, ურძან-ქუჩითა, პირიმზე-მწირულითაო. დიდი სიმდიდრე ხილითა, ოქროთ ნაქარგი გულ-მკერდი, ზედ მარგალიტის ღილითა; ვარდის გაფურჩქვნა დილითა, გულით დარდების გადაყრა წითლის კახურის ღვინითა. რთველ-ზაფხულ ბარაქიანი, გმირთ სისხლით შაღებილი აქვს ველები ბალახიანი. ხევები კალმახიანი. საფუძვლად, მთაო, ბარი გაქვს, იცოდე, ტალახიანი. შენ თან ჩაყვები ნიადა; არ გარგებს, თორო შენ იცი, მთავ, ამაყობა ფრიადა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |