ნუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდგა მხეცებში, არწივს - ფრინველთა შორისა.
მზე რომ სხივს მოჰფენს გორისა! ნუმც წაუხდება მშრომელსა წმინდა ნაღვაწი შრომისა! დამლახვრელია გულ-მკერდის ცხელი ცრემლები ობლისა.
შვილზე ტირილი მშობლისა, ღვთიურს ხმასა ჰგავს, ვისც ძალუძს ხმების აკინძვა მწყობრისა, და გულის მკვლელი სიტყვები ენა-წყლიანის მთხრობლისა. ტურფაა ახალგაზრდობა, ზათქი ვნებათა თრთოლვისა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |