"მოვიდა მიწა". ორი დღეა თოვლის წასვლიდან. დამუნჯდი. სათქმელს აღარავის არ ეუბნები, მოჩანს გუბეში მოლივლივე ზეცის ასლი და გამდნარ თოვლიდან კვლავშობილი გარეუბნები.
როგორც ღრუბლები, ჩრდილებად რომ გადაირბინეს. ხატავს გაზაფხულს შვილიშვილი ფერად ფანქრებით, ჯერ რომ შორსაა და ფურცელზე მაინც ბიბინებს.
წვეთების წკრიალს ძველებურად არ აყურადებ, ვინ არის იგი, ვინც ყოველთვის გირჩევს დათმენას და გაძლებინებს მოუღწეველ გაზაფხულამდე?!
დარავდრიანი - მზიანი და თანაც საავდრო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |