მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1151 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ლექსს სჭირდება გული. ლექსს სჭირდება ღვიძლი.

ლექსს სჭირდება ცრემლი. ლექსს სჭირდება სისხლი.

ლექსს სჭირდება ფეხი. ლექსს სჭირდება ხელი.

ლექსს სჭირდება მკერდი. ლექსს სჭირდება წელი.

ლექსს სჭირდება ტვინი. ლექსს სჭირდება შუბლი.

ლექსს სჭირდება ლარი. ლექსს სჭირდება რუბლი.

ლექსს სჭირდება სექსი - თუ მართლაა ლექსი.

ლექსს სჭირდება რისხვით აწეული წარბი!

შვილიშვილებისთვის ლექსს სჭირდება ბარბი!

ლექსს სჭირდება ღვინო. ლექსს სჭირდება ხილი.

უძილობა - ბევრი. ცოტა-ცოტა - ძილი.

ლექსს სჭირდება მუშტი. ლექსს სჭირდება შხამი.

საუკუნე - ბევრი. სამი-ოთხი - წამი.

რა თქმა უნდა-ღამით. რა თქმა უნდა-დღისით -

ერთგულება შენი. ერთგულება მისი.

ლექსს სჭირდება ფიცი. ლექსს სჭირდება ლექსი.

ლექსს სჭირდება ტორტი. ლექსს სჭირდება კექსი.

ლექსს სჭირდება დეკა. ლექსს სჭირდება ღვია.

ლექსს სჭირდება მკერდი და იმ მკერდში-ტყვია.

ლექსს სჭირდება ქედი. ლექსს სჭირდება მოლი.

ლექსს სჭირდება ცოლი (ხან - მეორე ცოლი).

ლექსს სჭირდება მკერდში გარჭობილი დანა,

დაძინება მერე და მკვდარ დედის ნანა...

ლექსს სჭირდება ცხვარი და ამ ცხვრისთვის -

მწყემსი...

...ეს არ ვიცი ოღონდ -

ვის სჭირდება ლექსი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ