წამოდი ცაში, მაგ სნეულ სხეულს, მე ვუდასტაქარებ შუქის ლექსებით; მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს, მაინც გამოვთხოვ, არ მოვეშვები! და თუ მნათობი მაინც გაკუშტდა, არ გაიმეტა შენთვის წამალი, გულს ამოვიგლეჯ, მზექალ-საკუთარს, და შენ ჩაგიდგამ! დაე, ალალი იყოს ის შენთვის! თუ ბედნიერი იქნები მგოსნის ქალღმერთი ჯიქი! ჩემთვის კი, აბა რა ბედენაა, თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია |