მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1324 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

არ მოგასვენებ, შორეულ ძახილს

მოჰყე და გულის კართან დაგხვდები.

შენი სამრეკლო და შენი სახლი,

გადახდილი და გადასახდელი.

ომი აქ გელის ჯვრითა და ჯვარცმით,

"მე" რას ქილიკობს - ეს ცოტას ნიშნავს,

ზოგჯერ თუ თავთან თვალთმაქცობს კაცი,

თავისი უნდა იკივლოს ჯიშმა.

ჩემს ცას შეარჩენს არსთა გამრიგე,

მას, რასაც მწუხრზე ბინდი გადაშლის,

გზას თავისაკენ თუკი გაიგნებ

ნიღბებისა და ტაშის ტორტმანში.

ნუ ხამობ ჩემი თვალების გარეთ

წვეთ-წვეთად ნადენ სიცოცხლის ამბავს,

მარჯვნივ - ეკლიან გვირგვინებს წნავენ,

მარცხნივ - განცხრომას გვაუწყებს აბრა.

არ დაგანებებ ფერთა ცდუნებას,

ჩემი აღმართი შენს გზად ჩათვალე,

შენს გზად ჩათვალე, თუ ერთგულება

ხორასნულ ხანჯლის პირზე გატარებს.

ჩვენსას გავატანთ მუხლზე დაცემას,

გულისფიცარზე დადებულ ნიშანს,

ზოგჯერ თუ ყალბი ბგერა დაგვცდება,

თავისი უნდა მოგვიზღოს ჯიშმა.

ცას ცისა, მიწას მიწისა ერქვას,

ქარისა ისევ წაიღოს ქარმა,

კვალში ჩაუდექ ჩემს წადილს ძელქვად,

სიცოცხლე რომ არ შეგერგოს არმად,

რომ უპატრონო სასჯელს და ჯილდოს,

ღამის ცრემლით და დღეთა ზვირთებით,

მაინც შენი ვარ, შენ უნდა მზიდო,

მწარე სიმართლედ თუ დაგდინდები!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ