მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 867 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ერთხელ, როდესაც მიატოვეს მონასტრის ჭერი,

სოფლის გზას ორი მიჰყვებოდა ტყისაკენ ბერი.

მინდვრად კი წვიმა მოეყვანა საავდრე ღრუბელს,

გზაჯვარედინზე აყენებდა რომელიც გუბეს.

და რომელზედაც გადასვლისას ერთ გოგოს გლეხის,

საუბედუროდ დასველება უწევდა ფეხის.

ერთ-ერთმა ბერმაც ნაცვლად გვერდის უჩუმრად ავლის,

დაიკაპიწა უყოყმანოდ ტოტები შარვლის.

მერე პატარა გლეხის გოგო ჩაიკრა უბეს,

და გადაევლო მისიანად ხსენებულ გუბეს.

თან ხაზის რადგან ამ ფაქტისთვის არ სურდა გასმა,

მეორე მხარეს გზის ერთ-ერთ მშრალ ნაპირზე დასვა.

შეფარებულნი რელიგიის ღვთაებრივ კალთას,

ერიდებოდნენ ის ბერები მაცდურ სქესს ქალთას.

მეორე ბერმა გაოცებით დააღო ხახა

შეაძრწუნა რა საქციელმა რომელიც ნახა.

ნამოქმედარმა ამხანაგის თავზარი დასცა,

თუმცა მთელი გზა თავის მეგზურს სიტყვა არ გასცა.

მაგრამ რადგანაც გულით სურდა ამ ფაქტის განსჯა,

ძილის წინ მაინც გადაწყვიტა მეგობრის დასჯა.

უთხრა, შენ ქალის ხელის ხლება გაბედე როგორ,

და გულში როგორ ჩაიხუტე მარწყვივით გოგო.

ბერისთვის ქალთან მიკარება ცოდვაა დიდი,

სჯობს მღვდელთმთავართან აღსარების სათქმელად მიდი.

თორემ თუკი მე არ მღალატობს ღვთის სჯულის ცოდნა,

ჯოჯოხეთისკენ გაგაქანებს ამხელა ცოდვა.

მეორე ბერსაც გაეცინა მაგივრად ჩხუბის,

და უპასუხა: უქმად ენას რად ატარტალებ,

ის გლეხის გოგო მე ნაპირას დავტოვე გუბის,

შენ კი გეტყობა მას აქამდე გულში ატარებ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ