მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1172 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ამ დროს მოდიოდა გრიგოლ ორბელიანი

ორთაჭალიდან.

ცხელი ცოცხალით სავსეა ნავი,

ეს ხმაა ჭიჭყინასი ასე გულსაკლავი,

თუ კრწანისიდან მოდიან თათრები...

მეზურნეები დილას ებრძვიან გააფთრებით,

შარვლის ტოტებში მთელი მზე ჩავა,

მოდიან ვირები დატვირთულ ქლიავით,

მოდიან ვირები კოჯორის ნიავით.

ასე აღვიძებდა საიათნოვა მტკვარს.

ღვინო მოუნდება გაციებულ მკვდარს.

გაბერილ ლოყებით გაჰკივის კარო:

- „არუთინა მქვიან, საიათნოვა ვარ,

ლექსებს გეტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს...“


...და დგას ტფილისი, მუდამ ურყევი

და ქანაობენ ხრიოკი მთები,

გამოგუდულა გარშემო ხევი,

გულო, აინთე, თუ აენთები!...

დიდებულია ყაბახზე დილა,

ახალი მთების ვხედავ კუნძულებს,

ორბელიანთა გაუთხოვარ

ქალების ძუძუებს.

მზე სიხარბიდან, მზეც კი გაზრდილა

და მოტეხილი სერაფიმის ფრთა,

ქაშვეთი კიდევ უფრო გაფითრდა.

ამ დროს ბრუნდებოდა გრიგოლ ორბელიანი

ორთაჭალიდან.

სავსე ყანწები თამადას ელიან,

მესმის დაძალება "დალიე, აიტან!“ 

ტიციან მქვია, ვრჩები ტიციანად,

ლექსით და ღვინით ყველამ მიცანით.

ლექსებს ვიტყვი, ცის ქუხილი რა არი?!

საიათნოვას შიგ საფლავში გაუტეხო ფიცარი. 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ