მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 911 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ისევ სოფელი, ჩალა, ყავარი,

შეყვარებული გულით ნახული,

აქ არის ჩემი ნაბინავარი -

ეხლა მდუმარე, მობალახური.

აი, ეს ქოხი. აგერ ბებია.

დედი, ჩემი ხმა კიდევ გახარებს...

შევცქერი ვაზებს ოქროს-თმებიანს,

ჩემსკენ რომ მორცხვად თავი დახარეს.

ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი მაშინ,

სულს მოგონება დღესაც ანაზებს...

სად იყო სევდა სიმღერის ხმაში,

ყველა მიყვარდა ამ ქვეყანაზე.

ძლივს გადავურჩი იღბალს დაცერილს,

ეხლა ლექსებში სულ სხვა გულია

დედი, ხომ ატყობ სახეს დასერილს -

ტყეზე ქარიშხალს გადაუვლია.

 

 

აბა ვინა მყავს, რომ მომეგებოს, -

ისე დავტოვე ჩემი მამული

მარტო მოხუცი დედა მეგება

ფეხქვეშ, ცრემლებით თვალმონამული.

- შვილო, მოხველი! შვილო, სამიწე

თავი მოუკვდეს ბარემ დედაშენს!

ბიჭო, შენობას მე ვინ გამიწევს,

ან ვინ აუხდის მოყვრებს ზედაშეს.

მეხვევა დედა - ფური ფშაური,

მუდამ იმედის ცეცხლით მთესავი,

და გული ისევ იწევს ხმაურით,

ფიქრი იშლება შუადღესავით.

 

 

ვინ მოვიკითხო? ყველა წავიდა

ჩემი ტოლები სადღა არიან!

ზოგი დათარსა ბედმა თავიდან,

ზოგი ცხოვრების ქარმა არია.

რა კარგი იყო პატარაობა,

როცა ვანთებდით ჭია-კოკონებს!

წამოიზარდა მერე თაობა,

და ვაშლს ვესროდით ლამაზ გოგონებს.

არ ვიცი, ალბათ მე მეჩვენება

სოფელი ეხლა სულ სხვანაირი:

აღარც მაყრები, დოღი, ჭენება

და აღარც სუფრის სიტყვა-შაირი.

მარტო საღამო ძველებურია,

ცაში ელავენ საცეცხლურები,

ეზოში გაბმით ღმუის მურია

და მიჭრიალებს სადღაც ურემი...

 

 

ჟამმა წაიღო შენი დროება,

შენი მკითხავი, მნათე, საყდარი

ძველი სიმშვიდე და მყუდროება,

დედი, ამ ქვეყნად აღარსად არი.

ხმა რომ გუგუნებს, - ცეცხლის ქარია

და მოვლენ კიდევ სულ სხვა ქარები...

მთებში დაცემულ სულ სხვა ქარები...

მთებში დაცემულ ღამეს მთვარიანს

გააღვიძებენ რკინის ხარები.

შენ მეუბნები: აღარ წავიდე,

მივხედო ვენახს, კალოს, ნალიას...

დედი, მე გულში ნაღველს ჩავიდებ,

მაგრამ აქ ყოფნა აღარ მცალიან...

ეხლა გრიგალის გადაქროლაა,

ყველღან დოღია, ყველგან მარულა

ვხედავ სოფელშიც გულის თრთოლაა

და ცეცხლი აქაც შემოპარულა.

მეც იქით ასე მიტომ ვიშური

არც ხიფათია და არც შიშია...

რაზიკაულო! ქროლა გიჟური

ჩემში რომ ღელავს - შენი ჯიშია...

და ვტოვებ სოფელს გაშლილს დარებად,

ღამე რომ ავლებს ვერცხლის ყაითანს,

მივალ, თუმც ვიცი ჩემს გადარევას,

გრიგალი სადმე თან გადაიტანს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ