უფსკრულთან ჭიუხის ქარივით ქანაობ, ვერ გაკრთობს ფერხული მშფოთვარე ლოდების. იფრთხილე, იფრთხილე, მეც გზვერავ ქალაუ, შატილის ბილიკზე შველივით მოდენილს.
მაჩუქე ქალაუ, ღიმილი ერთ წამით, ტანშოლტა მეძროხე ხევსური ქალი ხარ, შატილის პირქუში ნისლივით ლერწამი.
ვერ გხიბლავ, აშექალ, მეცხვარის ფარებით. ვაიმე მეშინის, მეშინის ქალაუ, გზვერავენ შორიდან სხვა მწყემსის თვალებიც.
ნუ წახვალ წყაროზე მარტოკა ხელსურით, წაგიყვანს აშექალ მგლისმუხლა ჩეჩენი ან ორბის თვალება არხოტის ხევსური. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ლონგიშვილის პოეზია |