ქარი მთებზე ჯირითობს, ქარმა ჯანღი დაწეწა, ჩადგა ღამე ხევებში, ფრთები მძიმედ დაკეცა. ტყის კენწერო წვერებზე, ტყდება ელვა დროულად, ავდრობს ბებერ სერებზე. ქვიმის კრიალოსანი, შორით მოჩანს კერასთან შავი მადილოსანი. დღეს ჯანღებმა აუწყეს, თურმე იმის ობოლას დანით გული გაუპეს. ბალახივით გადახმა, თითქოს ტყიურ მოზარედ ყმუის მგელი გადაღმა. დედის გულშიც ქარია, ბოღმა ცრემლად ნაჟური თითქოს ნიაღვარია. ჯავრმა უნდა დაადნოს, მთაში ქისტი გოგონა აღარ მოვა არასდროს. ქოხის მიწნულ კარებთან, დედას ბოღმა აწუხებს ცრემლი ბზინავს თვალებთან. ქოხთან ქარი ხრიალებს, დედის შავი მანდილი კლდოვან ქიმზე ფრიალებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ადამ ალვანელის პოეზია |