ჩრდილი მოესხა ცხოვრებას მაშინ ჟამიც უზნეოდ თურმე დიოდა, როცა შენი ხმა მთებიდან მთაში გოლიათურად გადაჰკიოდა. იყო ხმალი და ორბის მხნეობა, - "ყალჩაღიანი”, გატეხილ წარბით ბახტრიონისკენ დაჰყევ ხეობას. კლდეზე ნიავი ფრთას იკეცავდა; უშრეტი მაჯა, კუპრიან ღამით მიერიშე ჩაჩქანს ლეწავდა. ლეკის მარჯვენას - შენი ფრანგული და წითლდებოდა მთები უღრანი, საკუთარ ფიქრით გადაჟანგული. მთა სუქდებოდა დახრულ ძვალებით; წყევლას გიხვევდნენ ჩოხის კალთაში შავად მოსილი ქისტის ქალები. რომ აკლდამური სულის სიმშვიდით - დავლად მოტანილ სისხლიან ხელებს შუა კერასთან ხარბად ითვლიდი. გულდაგულ მტერი აგიკიაფა, ამბობენ - წესად მოსდევსო ასე; თურმე ვაჟკაციბდროის ქაფია. დუხჭირ ბედს როგორ გაექცეოდი… დღეს რომ შეგეძლოს კვლავ წამოდგომა, ჯოყოლას ძმურად გადეხვეოდი. ამ ცხოვრებიდან ჩრდილად წახვედი - და უანდერძე ჭაღარა მიწას შეუპოვარი გმირის სახელი. ამქვეყნიური ელის დიდება, ოკეანეში ნაშობ მარგალიტს - ობი აროდეს მოეკიდება. სხვაგვარი გქონდა სულისკვეთება - და შენი სახე ნაჭირმაგარი, საუკუნეებს გადაენთება, მზეზე მანდილად ჩამოფენილი; დარჩები ჩემთან, როგორც ზღაპარი გარდასულ დროიდან შემორჩენილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ადამ ალვანელის პოეზია |