მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1197 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

აღარ მახარებს განთიადის ასხივოსნება,

არც ქართლის ცაზე მოწოლილი ნამგალა მთვარე,

ნიავს მივეცი ფოთოლივით ტკბილი ოცნება,

ტკბილი ოცნება უნდო გულში დავასამარე.


უღრან ბილიკებს შევრჩი როგორც მგზავრი გვიანი,

ბევრი ცრემლები დავადინე მშობლიურ მხარეს.

ჩემში ცხოვრობდა შმაგი სული ადამიანის

და ახლა ისიც უნდო გულში დავასამარე.


ზეზე ჩამოვდნი, ჩავიფერფლე როგორც სანთელი,

ისე გადიან ეს დღეებიც, ნაღველზე მწარე,

არავინ იცის, უტკბილესი განცდა რამდენი,

გულში ჩავიკარ და გულშივე დავასამარე.


რისთვის მოვედი სამზეოზე? ახლაც არ ვიცი,

ან შავი მიწა კალთას როდის გადამაფარებს,

ფიქრთა კოცონზე საკუთარი თავი დავიწვი

და ფერფლი ისევ უნდო გულში დავასამარე.


დაღამდეს ნეტავ, სამუდამოდ დაღამდეს, კმარა!

დროა, დუმილით მივეახლო, საფლავის კარებს,

ვინც კი ამ ქვეყნად შემიძულა, ან შემიყვარა,

გულში ვაცოცხლე და გულშივე დავასამარე.


გაჰქრა ნუგეში, ხვალინდელი დღეც გამიმწარდა,

სულის მშვიდობა გავატანე მოხეთქილ ღვარებს,

რაღა მაქვს მეტი? გამოფიტულ სხეულის გარდა,

სხვა დანარჩენი უნდო გულშ დავასამარე.


როდემდის დავალ ქუჩა-ქუჩა სულით ობოლი,

ღმერთო ციურო! ეგოდენი ტანჯვა მაკმარე,

ჭკნება სიცოცხლე უდღეურად, როგორც ფოთოლი

და ყველაფერი უნდო გულში დავასამარე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ადამ ალვანელი  • • •  ადამ ალვანელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ