მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1189 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ოკეანიდან მოსულ მეზღვაურს,

ხმელეთზე მოგყვა შუქი დიდების

და მოკრივეთა ამაყ მეთაურს,

გქონდა მარაგი ლოთურ გინების.

გოლიათური მკლავის უნარით,

შეაზრიალე მკერდი ოკლენდის,

დიდ სასახლეში უცხო სტუმარი,

პირისპირ შეხვდი მშვენიერ ლედის.

ბრილიანტები ეფინა თმაში,

სათუთ სახეზე მზის ბრწყინვალება,

შემოგხედა და იგრძენი მაშინ -

გულმა დაიწყო ფერისცვალება.

და მეზღვაურის ტლანქი ხელებით

ვნება აზიდე ნიაღვარული,

ვით საჩუქარი დანაელების,

ტორას ქალაქში შემოპარული.

რუთის ძუძუზე ფერფლად იწვოდი,

ოქროდ გიღირდა ყოველი წამი, -

გატაცებულმა როდი იცოდი,

რომ ბედისწერად გდევნიდა ჟამი.

ღამეულ განცდას მთვარეში ჰბანდი,

სხივებს იკეცდი თვალში დასტებად, -

ლანდად ქცეული მოგზაურს ჰგავდი,

ღამეულ ტყეში გზას რომ ასცდება.

საკუთარ თავთან, ნაბიჯდარხეულს,

დაგეწყო ბრძოლა გულისხმიერი,

მაგრამ ესოდენ ბუმბერაზ სხეულს

არ აღმოაჩნდა ნება ძლიერი.

მსხვილი მაჯები, ფოლადის ჯურა,

ზღვით ავსებული გაშლილი მკერდი,

ათეულ ტომმა ათჯერ დაწურა

და შენც დაღლილი გრძნობით შეჩერდი…

დასვი წერტილი, შეჩერდი მაშინ,

როცა სახელი მზესაც მოედო,

ნუთუ ფიქრობდი - მშობლიურ ზღვაში

თავის დაღრჩობით ბრძოლა მოგეგო.

გატეხილ ნებით ბედს დაემალე,

მიერიშეს ვეღარ დაჰკარი,

და რაც კიჟინით უთქვამს ალვანელს,

ისიც უთუოდ, მართალი არი.

რომ ძიებაში სახელმქუხარედ

ბევრი ვარამი დაუთმენიათ,

ასეულ წლიდან ამომდუღარე,

ტანჯვის საშოდან მოდის გენია.

თუკი მსოფლიოს მოთესავ ღვაწლით

და შეასრულებ მოვალეობას,

წამოჩოქებას ვიღა დაგაცლის,

ვიღა დაგაცლის თავის მკვლელობას.

აბა რას გარგებს - წახვიდე ისე,

არ მოიხადო კაცური ვალი, -

უნდა ქვეყანას საკვები მისცე

და დააჩნიო ცხოვრებას კვალი.

ვერ გაარღვიე ბურუსი, - იდენ,

გაუდრეკელი ორბის თვალებით,

შენი სიცოცხლე წვალებით ზიდე,

ზღვას მიაბარე იმავ წვალებით.

გმირის მიზანი ეგ თუა მხოლოდ,

ასეთი გმირი გმობის ღირსია, -

მე - უძლეველი ნების სიმბოლოდ -

თვალები ცეცხლით ამომივსია.

შენ ზღვაზე იყავ და მე კი მთებში,

შენ იცნობ ტალღას, მე კი ფრიალოს,

სადაც მიუვალ ხევ-ღრანტეებში

ქარი ზუილით დახეტილობს.

როცა მხარს შვიდი წელი მოება,

დაბლა, ბარისკენ გავჭერი სივრცე,

პატარა ბიჭი შევხვდი დროებას

და საიმედო მეგზურად მიცნეს.

იმ ხანებიდან უვალი გზებით,

ბედით დარახტულ რაშებს ვაჭენებ,

მაგრამ სიცოცხლეს თუ ვეღირსები,

შენსავით წყალში არ ჩავასვენებ.

ჩვენ ორნი ვდგევართ: სცილლა-ქარიბდა,

ორ პოლიუსად, ორი წერტილი,

თუ ფიქრი ბრძოლით გამიღარიბდა

დეე, დავეცე ფრთამოწყვეტილი.

მტვრად ავიგავო, შიშით მოხრილი

ტიალი ძვლები ქარმა გარიყოს,

სიცოცხლე ფუჭად გადაცოხნილი,

სჯობია გაქრეს და აღარ იყოს.

იმათ მკვდრებიც კი შავი მიწიდან

სცნობენ სამყაროს ღირსეულ შვილად,

ვინც საკუთარი სისხლი მოზიდა

დიდი საქმისთვის უმცირეს წვლილად.

თუ ფიქრი განცდას მოეხმარება,

მიზანს არა დროს არა დავაცილებ

ამ გულს, ქვეყანას თუ ეკმარება

რყევის გარეშე გავუნაწილებ.

მთიდან მოვდივარ მთის ნაშიერი,

ჯანღებში ელვად გადატეხილი,

ოკეანეზე უფრო ძლიერი,

ჟამთა ჯარაზე ამოგრეხილი.

ხმელეთის ზურგზე დასაყრდენს ვეძებ,

დამყვება ფიქრი მარად მგძნებარი,

სამარეშიაც სულს ავაფეთქებ,

ბედის მეტოქე დაუდეგარი.

აგრიგალებულ ველურ სტიქიას,

თვალში ჩავისხამ და დავაოკებ,

გამბედაობაც სწორედ იგია,

თუ ბედს მუხლებზე წამოაჩოქებ.

აი, ეს შუბლი - სალი კლდეა და

მასზე ნაოჭი - მთების ხეობა,

თუკი სიცოცხლე ბრძოლას შეადნა,

დამრჩება მაინც გამბედაობა.

მე ჩემი სული გრიგალს ვადარე

და გრიგალივით მინდა თარეში,

პრომეთეოსის ცეცხლს დავატარებ

ბედნიერ ქვეყნის მზიურ მხარეში.

რომ ყოველივე მქონდეს ნახული,

ორი სიცოცხლე როდი მეყოფა,

ვერ გადასწვდება მთებური გული,

იმდენად დიდი არის ეპოქა.

მაინც უშიშრად ვთელავ ბილიკებს,

ერთ შეხედვით მზესაც დავაცხრობ,

თუ საქართველო შვილად მიმიღებს,

თუშურ სტიქიას ბარსაც გავაცნობ.

დეე, მაგინოს ვინც კი გაბედოს,

მაღალი შუბლი გესლმა დაღაროს,

სირცხვილი მაშინ აწყვეტილ მხედარს,

თუ მან ოდესმე თავი დახაროს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ადამ ალვანელი  • • •  ადამ ალვანელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ