მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
რას შესცქერ, ძმაო, ფანჯარაში
მდიდრის ქულაჯას,
არა ჰგავს განა კონკად ქცეულს
შენ ძველ ფარაჯას? შენ გააკეთე, შენ შეჰქმენი,
ძმაო, ეგ ფარჩა,
მაგრამ რაღაცა მანქანებით
შენ კი არ დაგრჩა! ის სხვამ წაიღო, შენ გარგუნეს
ეგ კონკის ძველა,
ასე რად ჰხდება?! ჰკითხე შენ თავს
მაინც ერთხელა!
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet