მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეორგანიზაცია-რეკონსტრუქცია. ამასთან, საიტის ფეისბუქ გვერდი გატეხილია. ვცდილობთ დავაჩქაროთ დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

საიტების მონეტიზაცია

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 258 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

თვით ჩემი მუზაც ვეღარ იცლის, რომ სთქვას სხვა რამე, 

არა გშორდება, არ გცილდება  არც დღე, არც ღამე.

წავა საითმე და თან მიაქვს იგივე ფიქრი,

ღელავს - შენც მასთან ასდევ ტალღებს, შენც მასთან მიჰქრი!

თუ გაიტაცა ის ერთ წუთით მთის ლეგა ნისლმა,

ან მწუხრის სიმი იმის გულში სევდად გაისმა;

ან მხიარულობს, წინწკლებს ისვრის ჭიქა ქარვისა,

მის წინ ირხევა ტკბილ დუდუკზე ტანი ალვისა;

ოხ, არ გეგონოს ჩანგი ამ წუთს უმღერდეს იმათ,

არა, ისა თრთის, ის შენთვის თრთის მაინც იმ ჟამად;

მაგრამ მტარვალად გადვიქცევი, ბორკილს დავგრეხავ,

არ დავინანებ, არ დავინდობ ჩანგს გადავტეხავ;

და ავუკრძალავ თავხედ მუზას შენს გზას, შენს სახელს. 

თუ წამოსცდება მყის ტუჩებზე დავაფარებ ხელს!

აბა რას აქნევ ცხოვრებისგან მითელ-მოთელილს:

სულს გრძნობას ლტოლვას, აღტყინებას, ფიქრსა და წადილს?! 

მითხარ, ვის უნდა, ვის რათ უნდა დაჭრილი გული,

ვინ მოუკრიფოს მკერდის ბუჩქზე მას თაიგული!

მე ფერფლიღა ვარ ცეცხლზე დამწვარ სალამურისა:

მე გმინვაღა ვარ - მშველის გმინვა განგმირულისა:

მე ვარ ორბის ფრთა მოტეხილი, მოდუნებული,

მე ვარ ვარდის ძირს მიგდებული მკვდარი ბულბული:

მიტომ ვუკრძალავ თავხედ მუზას შენს გახსენებას,

ამიტომ ჩანგსაც, რომ გიმღეროს - არ ვაძლევ ნებას!

და მხოლოდ ერთხელ... ეს იქნება უკანასკნელი

სულს ამოჰყვება სიკვდილის წუთს შენი სახელი! 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იროდიონ ევდოშვილი  • • •   იროდიონ ევდოშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

Loading...

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ