| 
 შენთან ვსაუბრობ ყოველდღე, მესაიდუმლევ გულისა, შენა ხარ დამატკბობელი აღშფოთებული სულისა. დასუსტებული ბრძოლითა. შენ გიზიარებ სიმწარეს წელში მოხრილი შრომითა! გული შფოთდება, ფრანგდება, მაგრამ ბნელეთის ასპიდებს დღიური გაუმკლავდება. სატრფო. წაიღო ტალღამა, მითელ-მოთელა ცხოვრებამ, სიცოცხლე ჩააბალღამა: შენ გიზიარებ, დღიურო, შენ, ჩემი გულის საოხო, ჩემო მანანავ ციურო! ამტყდარი ქარიშხალია, ზოგან - უმანკო სიცილი, ზოგანაც - გლოვის ზარია! წარსულის გამხსენებელო, აწმყოში ჩემი ფიქრების მიმღებო, მომსვენებელო. მესაიდუმლევ გულისა, შენ მხოლოდ ერთადერთი ხარ ჩამყუჩებელი წყლულისა!  | 
| პოეზიის გვერდი   • • •    | 
















