განთიადია... მოდის მზე, მოდის გვირგვინი ქვეყნისა, მხრებზე ასხია სხივები პორფირი მეფეთ-მეფისა. გაქრა, გაიბნა წყვდიადი... სამოთხის კარი გაიღო და წამი დადგა დიადი... მიწამ დაიწყო ღიმილი, ტყემ უმეჯლისა ნიავსა, გაისმა ჟივილ-ხივილი! მინდორს დაუქნევს ბოლოსა, ნაკეცი ნაკეცს გადასდევს, რომ მთამდინ შეაყოლოსა. შეუნავარდა აქეთ სერს, ეძებს და ეძებს სატრფოსა, ეძებს გულისა საყვარელს! ჭალას წასულა მწირადა, ერთხელ ისიცა ლაღობდა, ახლაა განდეგილადა! ხან ბალახს ეკვრის, ხან წყაროს, გაუქროლ-გამოუქროლებს, რომ გული შემოინამოს. ღამის არშიყი, სტვენია, დაიწყო პირველ ცისკარზე, ჯერაც არ მოუსვენია! მოდის, მოაბნევს სხივებსა, ძირს ტყე-ველს გულ-მკერდს უკოცნის, მთის მწვერვალს - ბროლის მძივებსა! დილის განთიადს დიდებულს, ის დაუსვენოთ ძეგლათა ჩვენ ტანჯვას... ჩვენსა სიყვარულს! იმედი... ძალა გულისა... მხოლოდ იმისთვის ვაჟღეროთ ჩვენც ჩანგი სიყვარულისა! ვისწრაფოთ... მტრედო დილისა, მახარებელო ფრთამალო, მისი პირველი სხივისა! მოდის გვირგვინი ქვეკნისა, მხრებზე ასხია სხივები, პორფირი მეფეთ-მეფისა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იროდიონ ევდოშვილის პოეზია |