მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1040 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

გამთენიისას

ზვარეთს მიცვლილა მესტვირე,

ძილში გაპარულა,

ცას რომ უქნია ციაგი...

ჟამსა ცისკრისა

შვილებმა მესტვირეს შესტირეს,

გაღმა-გამოღმა

ქალებმა შექნეს წიაქი.

ხუთი ღამეა,

წვიმამ გალესა აყალო,

გამოეხეტნენ

ცაში ღრუბლის ბალდახინები...

ხუთი ღამეა,

მთელი სოფელი ყაყანობს,

დგანან მესტვირის

ვაჟები თავდახრილები.

ასი წლის კაცი

მუხის კუბოში სვენია,

ძმათა ცოლები

მორიგეობით სტირიან :

- ვა, ბეჩა,

ვიღამ ჩაბეროს, შე კაცო,

ვიღამ დაუკრას

შენი დაკრული სტვირია.

მეშვიდე დილას

ცაზე გადმოდგა ციერი,

ახალგაჭრილი

სამარხი უნდა იხილოს,

მისწი-მოსწია

ფრთხილად კორტოხზე იელი

აყალოს ბელტზე

მწვანე ბაყაყი ყიყინობს.

მთელი სოფელი

სერი-სერ გამწკრივებულა,

კუბო ხან მოჩანს,

ხან ყვაპეში ჩაიკარგება.

მიდის მესტვირე,

აპრილი კი გაბრწყინებულა,

მალე მაისიც

ჩითივით გადაიქარგება...

გარდაიქმნება

დედა-ბუნება მშობელი,

აღორძინდება

წყალი, მიწა და ჰაერი,

ლხინს ვერ მოიშლის,

ჩითებს ჩაიცვამს სოფელი,

მესტვირის ნაცვლად

კარდაკარ ივლის შაირი...

და, როგორც გახდა

"ვეფხის და მოყმის ბალადა"

მიწის მუშების,

მეურმეების, მწყემსების,

ასე გახდება

ხალხური ანუ მარადი

ლხინში და ჭირში

მისგან ნათქვამი ლექსები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ