მთელი ცხოვრებაა გეძებ, მთელი ცხოვრებაა გნატრობ, იცი?!.. შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვატყობ. ერთ დროს დავიკარგე უკვე, ჟამის გარდახდომის დროდან, ახლა სიგიჟისკენ ვუხვევ. ხალხიც მოეფარა კედლებს, მე კი გამოვედი გარეთ უნდა შეგეფეთო მე შენ… არანორმალურის ფერი, დიახ, სიჩუმეა ირგვლივ, მე კი სიყვარულზე ვმღერი. მჯერა გამოივლი ქუჩად, ფეხსაც არ მოვიცვლი არსად, აქ დაგელოდები ურჩად. დროც კი უჩვეულოდ მოდის, არა, აღარ მინდა წასვლა, გრძნობამ მიმაჩვია ლოდინს… ახლა უნდა გითხრა ფიცი, უკვე გავიზარდე შენ კი ჩემი ბავშვობა ხარ ვიცი. ჩემი ოცნებების ლოცვად, დიახ მოვაღწიე დღემდე შენი სიყვარულიც მომყვა. მაინც მოიფიქრებს რამეს ისევ გამოიღებს სხივებს ისევ გაანათებს ღამეს, რაც კი არ ამხდარა ჩემთვის, იცი?!… გათენებას იწყებ, და მეც დღის სინათლეს გეტრფი… ძალაც დამიბრუნდა რწმენის როგორც ბავშვობაში ახლაც მჯერა ვარსკვლავების ცვენის სადაც გრძნობებია ფერად სადაც სიყვარული ხარობს მჯერა ყველაფერი მჯერა შენი ტუჩები კი სუნთქვა, მინდა გითხრა ის რაც შენთვის ალბათ არასოდეს უთქვამთ. ის რომ შემიყვარდი ერთხელ დიახ გიყურებ და ვხვდები… მთელი ბავშვობაა გეძებ. მაინც მოგაკითხავს სახლთან, ყვავილს მოგიწყვიტავს ღამით… დილით დაგახვედრებს თავთან… თეთრად გადაფენილ ტანზე, ნუთუ დაიჯერე თითქოს, შესძლებ რომ გათხოვდე სხვაზე. თუნდაც არ გიყვარდე ასე, მე ხომ მეოცნებე არ ვარ, გადაგეღობები გზაზე, ისევ დაგეთვლები ზღვასთან, უნდა შემეგუო რადგან მე შენ… არ გაგიშვებ სხვასთან, გულში გაგევლები გრძნობად, მე შენ დაგაჯერებ ლექსით შენი სიყვარული რომ მაქვს… ის რომ ჩემი გულის თქმა ხარ, ის რომ ჩემი შვილის დედას ღმერთო… როგორ ჰგავხარ, გრძობებს აღარ ვიტყვი ფუჭად, მაინც შეგაყვარებ თავს და დროსაც არ დავკარგავ უქმად. ისევ მიმეორებს ექო, წლები გავიარე მაგრამ მაინც მყვარებიხარ… მე ხომ გულში დადებული ფიცით, იცი?!.. შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვიცი... |