მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 695 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ეს მერამდენედ მოგონების ჰანგით ამრიეს,

ვაგდივარ ლექსში, ვით დილეგში, ვეძებ გასასვლელს,

ქარი გულივით მიფრიალებს მტვრიან არიებს,

მოვა მუსიკა და მომაკვდავს მადლით ამავსებს.

სიძველის ფერად მოსდებია რვეულებს ობი,

ნეტარი წამი შერჩენია სიზმრებად ნახულს,

არ ვიცი, ლექსი სუნთქვა არის, თუ უფრო ჰობი,

ან, ვინ ამიხსნის პოეზიის უბრალო მსახურს.

იხრჩობა ღამე ნისლისფერი დილის კალთასთან,

მრავალწერტილი აღარ ეძებს უკვე სათქმელებს,

განსასჯელივით დამაყენეს ერთი ათასთან

და განაჩენის მოლოდინში ღამე მათენებს.

დრო გამიცრიცავს პლედს ნესტიანს, ნაცრისფერიანს

და კალენდარი კიდევ ერთხელ ოქტომბერს მოხევს,

შევხვდები ნაცნობს, ჩამოვართმევ ხელებს მელნიანს,

გამშორდება და დამიძახებს ვიღაცა ოხერს.

გაეჩხირება მთვარეს ყელში ცრემლების ბურთი,

სურვილით ვკვდები, ყველა ცოდვის ვაპირებ წაშლას,

მოვა უფალი, როცა ლოცვებს ლექსად შევუთვლი,

და გაშლილ თმებზე შემომახვევს დიაცის თავშალს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა მეფარიშვილი  • • •   ნანა მეფარიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ