მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2014 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,

ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,

მერწმუნე, ეს წასვლა არ არის ადვილი,

გიტოვებ ჩემს გულს და... უგულოდ მივდივარ.

შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,

გარიდებ ცრემლებს და... წამებიც დავთვალე,

წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები...

ხელები... ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.

მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,

მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,

შენ ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,

ღიმილებს გიტოვებ... ცრემლებით მივდივარ...

არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა...

მივათრევ სიცოხლეს... დროებით ნათხოვარს...

ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,

ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს.

მათხოვარს... თუმც არა ღირსება წართმეულს,

გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი...

გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,

და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი...

ჯანდაბას... ერთხელაც ამეწვას მუხლები,

ვალი მაქვს ამქვეყნად ღმერთის და გამჩენის,

მიმყვება გრძნობები, ასე ხელუხლები,

მივდივარ... სურვილი მიმყვება დარჩენის.

ცერებზე ვიწევი, გულზე რომ გაკოცო,

იქ, სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე,

წასვლისას, ალალად მინდა რომ დაგლოცო,

ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე.

მომისწრო საღამომ... ისედაც ბინდი ვარ,

დრო, ისე აჩქარდა... წამებსაც ვერ უთვლის,

გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ,

იქ უკვე შენ სახლობ და შენვე გეკუთვნის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა მეფარიშვილი  • • •   ნანა მეფარიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ