|
ვაი, რა ცუდი ყოფილა, ქართველთან ცოლზე ცილობა... თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია, ცხენიანა მჭირს ჭრილობა! რა მწუხთში ამოწობილა უცხო მიწა-წყლის შვილობა.
ჭინჭნარში წოლა ტიალად; უნდომლად ჩამორთმეული ალალ მოწვდილი ფიალა...
მაგრამ... თუ გულმა იალა, სისხლმა იყივლა, აგჩინჩხლა თივისებრ აგაბრიალა!...
პური - თავთუხის კი არა, ღვინო - მუხრანის კი არა... უმალ ბეწვი თმა მოგარჩენს, ურჩომიმც გჭირდეს იარა.
ცაი, რა ზარი ყოფილა, რა ბინდისკარი ყოფილა - ქართველოს ცოლზე ცილობა... ქვიშას ვჭამ მუხრანისასა ათასგანა მჭირს ჭრილობა!
* * * * * * *
ცოლზე ქართველის ცილობა… თავქვეშ თოქალთო მიდია, ათასგანა მჭირს ჭრილობა. ვაი, რა მწარე ყოფილა სხვისი მიწისა შვილობა!
ჭინჭარში გდება, ტიალად, ხელუკუ ჩამორთმეული ძმურად მოწვდილი ფიალა,
მაგრამ… თუ გულმა იალა, სისხლმა იყივლა, აგჩინჩხლა, თივისებრ აგაბრიალა!..
პური - თავთუხის კი არა, ღვინო - ბადაგი კი არა... თმის ერთი ღერიც მოგარჩენს, ათასიმც გჭირდეს იარა!
ქართველთან ცოლზე ცილობა! ქვიშას ვჭამ მუხრანისასა, ათასგანა მჭირს ჭრილობა... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















