მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1020 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ოთარ ჭილაძეს

ზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდა

და ღვინოც თოვლი იყო - გემოთი

და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა -

სველი, რომელსაც ასე ველოდი.

მოშრიალებდა შოპენის თოვლიც -

კლავიშებიდან - შორი ლირიკით...

და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი -

აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი.

უქათქათებდა ფლანელის პლისე

ქვაფენილს და ბრმად ცეკვავდა თოვლი

და ბრამსის ბისზე: ისევ და ისევ

"უკრავდა ბავშვი სტუმრების თხოვნით"...

წრუპავდნენ მარტინს და პინტ–პორტვაინს

და ტორტმანებდა პორტის პორტალი;

თოვლის სიგარეტს სწევდა პორტიე,

თოვლს ატარებდა ტანტრე მომტანიც.

N–ი კვლავ წყენის ეძებდა მიზეზს

და "უმნიშვნელო ყოყმანის მერე"...

აგიზგიზებულ თოვლის ნარგიზებს

გულზე აღვრიდა ამღვრეულ ხერესს.

ცოლი კი: მართლა იდგა აუზთან -

ტირიფის ქოლგით და თოვლის თავშლით;

ეშურებოდა ტაშის პაუზას

და მოცარტ ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი...

თოვდა და თოვლის ქალს გაეტირა:

ფრანტი, გიტარა და სიგარეტი...

და თოვლ-კარეტით - კარტის ჰეტერას

მიაქროლებდა თოვლის ვალეტი!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ