მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1799 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ხის გული გაქვს, ქვის ჯიგარი

და ტვინი აგურისა,

დამიმონე, ყმა გამხადე

შენი სიყვარულისა.

მიმიხურე, დამიკეტე

კარი სიხარულისა,

დამავიწყე ღმერთი, რჯული,

რწმენა სამსახურისა.

ყოველ დილით შენ სახელზედ

პირჯვარს ვიწერ, გადიდებ,

შენსა ნახვას ველოდები,

შენ კი პირსა მარიდებ.

სიკვდილს რისთვის მანატრულებ,

ჩემსა ცოდვას რად იდებ,

ცეცხლის ალზედ მატრიალებ,

ამ წამებით რას იგებ?

შენ გგონია გაჩენილხარ

მარტო ჭამა-სმისთვისა?

სიყვარული თუ არ იცი,

ცოცხალი ხარ რისთვისა?

ვარდი მისთვის გაიშლება

გასახარად სხვისთვისა,

საყნოსველად, სალოცავად

მგოსან ბულბულისთვისა.

რად არ ფიქრობ, უნდა მოკვდე,

შავი მიწა გელისა,

ბოლოს უნდა კერძი გახდე

მატლი, ჭიანჭველისა.

ეგ თვალები შაგექმნება

საჭმლად ხვლიკი, გველისა,

ერთხელ ღირსი არ გამხადე

შენი ტკბილი ენისა.

შენ გადიდებ, შენ გლოცულობ,

შენი რწმენის ბერი ვარ,

რა დღიდანაც გაგიცანი,

ჩემი თავის მტერი ვარ.

ღვინით დავალ მოწამლული,

მარტო შენთვის ვმღერივარ,

იეთიმ გურჯი შენ მოჰკალი,

ცოცხლივ მკვდრებში ვწერივარ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ