მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 904 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

არცა სიცილი,

არც - ლაპარაკი,

არცა ჟღურტული

ჩიტთა, წყაროთა, -

გაქვავებულა ზღაპრის ქალაქი,

აქ ჩაუვლია ბოროტ ჯადოქარს.

- ჰეი,

ჰე-ჰეი! -

გავძახით ლოდებს

და ჩვენს ყიჟინზე ქვებიც დგებიან,

იზმორება და ღიღინებს კბოდე,

რაიც ღრმა ძილში დასიზმრებია.

ჰეი და ჰეი!

ჩემი და შენი

არის დღეიდან სამეფო ესე!

შენ ეთერ ქალის გრძელი თმა გშვენის,

მე კონკია ვარ -

ცხვარ-ძროხა ვმწყემსე!

გამორბის ღელე -

შეშლილი კვიცი

და შესჭიხვინებს ყვავილებს დამფრთხალს,

ვეღარ იკავებს ნიავი სიცილს,

დახტის, ქირქილებს,

ერთ ამბავს მართავს.

გახსოვს? -

იქ იდგა თეთრი ფერია

და ჩანჩქერივით ეყარა თმები,

თმაში ოქრო და ვერცხლი ერია,

უციმციმებდა ცისფერი ფრთები.

გახსოვს?

აქ იდგა ერთი წიფელი

და ნაირ-ნაირს ჰყვებოდა ზღაპარს,

გამოჰქცეოდი შენ ფეხშიშველი

ავ დედინაცვალს -

ბოროტს და მზაკვარს;

გახსოვს? -

ფშანებში ჰყეფდნენ მწევრები,

უფლისწულს ცერზე მიმინო ესვა...

ნეტავ, ვიცოდე,

დღესაც შეძლებდი

ამგვარ ოცნებას,

შეძლებულს დღესაც?

წასულან გზები

აქეთ თუ იქით;

ცხრა მთას გადაღმა,

ზევით და ქვევით...

მატარებელი მიქრის და მიქრის

გამორბის გოგო თავსაფრის ქნევით

და უცხო მგზავრებს უცინის იგი,

ოცნებით სავსეს აყოლებს მზერას -

ჯერაც უცნობი ცხოვრების წიგნი

მაცდურად ხატავს

სივრცეებს ფერადს.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ