ლალით და ქარვით აჭრელდა მთები, წაღვერის მთები შემოგარსული; აქ სამშობლო ჩემი რითმების, ფოთლის შრიალში მესმის წარსული.
ნაძვები, ვეძა, ჩუმი ბუნება, ცხოვრების გზები აქ გამეკვანძა და აქ ვეძებდი მზით განკურნებას.
შეხეთ ამ სივრცეს! დაღვრილა ლილა, ლამაზ ქალივით მზემ დაიმკლავა და ღრუბლეს ავლებს ცის თასში ფრთხილად.
ბავშვურ ხალისით მზეს ვეღიმები, და მოგონებაც ისე გაშლილა, როგორც ტყის პირად ჯოგი ირმების.
შური და მტრობა გულს არ ჰკაწრავდა. ჩემს ლექსსაც ჰქონდა ჩემი იერი და მოკრძალებით ისიც მე მგავდა.
მეც პოეზიის ვამსხვრევდი მინებს, იყო ძიება გზების და თემის, მაგრამ ამ წლებმაც გადაირბინეს.
მეც გამერია ჭაღარა თმებში. დაჰბერა ირგვლივ სუსხიან ქარმა და შემოდგომა გვეწვია მთებში.
კვლავ შემრჩა გრძნობა და სიფაქიზე, და ჩემი ქვეყნის პატიოსნება ლექსის საწერად ისევ მაქეზებს!
კიდევ ბევრი მაქვს ძმებო სათქმელი, სიკვდილიც ისე მომეპარება, როგორც საყვარელ ვაჟკაცის ხელი.
რამდენის გული უდანოდ დასჭერ!" ეხ, ლექსი გულის ანაფცქვენია და ლექსს უგულოდ ვერავინ დასწერს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |