მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1001 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

I

 

ტყე სევდიანობს, შრიალებს, შფოთავს

მდინარე ჩუმი ხმაურით გოდებს

სუსტი ენძელა ეკვრის მათოთას

და სუნთქვა არხევს ჩინარის ტოტებს.

აქ შუა ღამის გაისმის გლოვა

არია კრძალვით ციმციმებს, მოგვდევს,

მგონია ტყიდან ვინმე გამოვა

და ცოცხლებს გულზე დაგვადებს ლოდებს.

 

II

 

ხვეულ წავარნებს რად ამოვყევით?

რაზედ ვეძლევით მჭრელ ასპალადებს,

ჩავიდეთ კარგო იმ ხევში ქვევით

და ჩამოვშორდეთ ამ მოძრავ ლანდებს.

სახეთა მწკრივი ამოუცნობი

ბუნდოვან ტოკვით არ გაგვახარებს

წამოდი, ლექსებს გიმღერებ გრძნობით

და გაგიტაცებ ოცნების მხარეს.

 

III

 

ეს საიდუმლო ლოდად მადვია

ვერ გამიგია რად მტოვებ, რადა?!

გახდი გაბედულ, ამაყ მედეად

და მომავალსაც ახადე ფარდა,

"მე შენთან მინდა", სთქვი და თვალები

ვერცხლისა ნამმა აგიელვარა

შუბლზე შემეხე თლილი ლალებით

და გულზე თავი დამადევ წყნარად.

 

IV

 

ო, როგორ ვწუხდი გუშინ ამ დროზე,

რომ ვერსად შეგხვდი და ვერა გნახე

დღეს კი არ ვიცი ჩავჩუმდი რაზე?

და ჩემს გულისთქმას რად მალავს სახე.

რატომ არ ძალმიძს ბაგე გავხლიჩო

და ჩავაჩუმო ეგ სიამაყე

ოცნება ზეცას ჩამოვაგლიჯო

თუ ამ ოცნებას ზევით თან ავყვე?!

 

V

 

შენ პასუხს ითხოვ, რა გიპასუხო?

მე ხომ მონა ვარ. მონა და ეგ მლევს

შეფოთლილ კოკრებს ბედი დასუსხავს

და იმედებსაც დაადებს ძეგლებს.

მაგრამ თუ ერთხელ შენი თვალები

კვლავ ვერცხლის ნამმა შეასოველა

ვერ შევსძლებ ბრძოლას, დავიღალები,

და დამეკარგვის შენს გარდა ყველა.

 

VI

 

ნაზი თითებით ფრთხილად, სულ ფრთხილად

ოდნავ შევეხე შენს გრძელ წამწამებს

შენ კვალად ზიხარ თვალებ დახრილი

და მე კი ვკინძავ საამურ წამებს.

მაგრამ უეცრად მახლობელ ხევში

ჭოტმა შავ სიკვდილს უმღერა შესხმა

აჰ, ყვავილები მაჭკნება ხელში

და მტანჯავს ღამე, ცრემლი და... ეს ხმა...

 

VII

 

აქ ყველაფერი გადარეულა

აქ ყველაფერი გამხდარა ავად

ღრუბლები თავზე დაგვყურებს მტრულად

და დარძწის მთვარე ავადმყოფ ქარვად.

სამრეკლოს თავზე ეშვება ქორი

და იალქნურად ფრთებს ათამაშებს

აქ, ამ საყდართან სამარეთ შორის

ჩვენ წავაგავართ დაბნეულ ბავშვებს.

 

VIII

 

შენ ამბობ: "ეს ხომ ნამდვილად გჯერა

რომ ჩვენც ოდესმე დავსამარდებით

ჰო, მოვა დაჰკრავს სიკვდილის ჯერი

და ჩვენც მოგვრთავენ ფერმკრთალ ვარდებით.

ამ სხეულს მიწა სულ შეოგვაცლის

ასხმეულ ძვლებს დაჰყრის ის უსუდაროდ

და მოკლე ჟამი ჩვენი სიცოცხლის

მწუხარებაში რად გავატაროთ?!"

 

IX

 

ძვირფასო ჩემო, დამტოვე მარტოდ,

მარტოდ დამტოვე ჩემს უდაბნოში

აქ ჰორიზონტი იშლება ფართოდ

და ველ-ბუქნარში დავდივარ ქოშით.

დღით ნისლის კაბას ცა გადამაცვამს

ყვავილებს მხურავს როცა ღამეა

გიჯობს ნუ მიხმობ, თორემ გადაგწვავ

ვით პოლიორკეტს სწვავდა ლამია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ