მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1062 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მთელი წელია, რაც მე ვწევარ ამ კალაპოტში

მდინარის ნაცვლად.

მთელი წელია!

მიწის ლაჯებში მოფართხალე წყალი ჰგონიათ

ჩემი სიცოცხლე.

მთელი წელია!

ცას და ქვეყანას, როგორც ხიდზე მიმავალ გოგოს,

სუნთქვაშეკრული ამოვყურებ.

მთელი წელია!

მთელი წელია, მოლოდინის ხორკლიან კედელს

ნასროლ ბოთლივით ზედ ვემსხვრევი.

მთელი წელია!

მთელი წელია, შეეზარდა თმა წყალმცენარეს,

სხეული - ლოდებს, თვალი - სივრცეს.

მთელი წელია!

მოდი ფეხები ჩამოყავი ჩემს გრილ ზვირთებში,

პირზე შემისხი, მდინარე ვარ,

მთელი წელია!

გული კი ფეთქავს, ვით აბგაში ცოცხალი მწყერი,

ანდა საათი ბალიშის ქვეშ...

მთელი წელია!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ