მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 641 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ორი ძველი შეთქმული, - გიურზა და მელია,

დგანან საღვთო ქალაქში და პილატეს ელიან!..

და ელიან იუდას, - გამცემს, ისკარიოტელს,

ჟამი უდგათ სერობის, - კაიაფას, ჰეროდეს.

და მოფრინდა ზეციდან რკინის თეთრი ფრინველი,

გავხდი დიდი დაცემის და ღალატის მხილველი!..

ავსულები დაძრწიან თითქოს გულისფიცარზე,

ჩამობობღდა მაქცია ივერიის მიწაზე!..

ქარია თუ წვიმაა?.. წვიმაა თუ ქარია?..

ზეცა შროშანისფერი, ნეტავი, რამ არია?..

ალბათ, ცაზე დაქრიან მალემსრბოლი მხედრები,

ამდენ საწუხარისგან ვბობოქრობ და ვხელდები!..

იქნებ, მთები დაიძრნენ ამ ჩემს გულის ძგერაზე? -

ამეტყველდა სატანა რუსთაველის ენაზე!..

წამიბილწა ავარამ მარგალიტი ქებული, -

უვიცია, პატარა და ბეჭამოგდებული!..

ვდგავარ გახევებული, ვით ვარ ამის ამტანი? -

მგელს მიართვეს ტარიგად უცოდველი ბატკანი!..

თითქოს შხამი შემასვეს იუდასგან მოწვდილი...

ესეც კრავის ზეიმი!.. ესეც კრავის ქორწილი!..

და ცრემლიან წამებში მაგონდება წარსული, -

ურწმუნოთა თარეში, ცოდვა წრეგადასული!..

სისხლიანი სამსჯავრო!.. სისხლიანი ჩვევები! -

და ქვესკნელის სამყარო, - "ესპანური ჩექმები"!..

ვატიკანის სივრცეში ფუნჯი მამათმავალთა, -

მწვალებლური "ხატები" - ეშმას შთამომავალთა!..

წმინდა პეტრეს ტაძართან მოედანი "რჩეული"...

სენა - მყრალი გვამთაგან, - ვერსალისთვის ჩვეული!..

ჯვაროსანთა ომები! - სისხლისღვრა და ხანძარი! -

და ათონზე ღვთისმშობლის დარბეული ტაძარი!..

ვითომ, ქრისტეს სახელით! - ავზნიანი მკვლელები! -

და ქართველი ბერებით ჩაძირული გემები!..

მერე, სხივი მცირედი - "პაპთა ავინიონი", -

სილა, მაგრად გარტყმული! - სამშობლოში ვიიონის!..

მერე, ღამე ბართლომეს, - ხორცი ასგზის ნაკეპი!..

უწმინდური ბალთაზარ და ორსული პაპები!..

ვითომ, უფლის სახელით! - ჯვრები აალებული!..

და ლუციუს მესამე - ცეცხლით გააფთრებული!..

ვითომ, ქრისტეს სახელით! - მძვინვარება ავაზის! -

ტორკვემადას მოკლული სული ათი ათასი!..

მოხარხარე ალქაჯნი წამებულთა კვნესაზე,

და ხალხების ჯალათი - ინოკენტი მესამე!..

ჯოჯოხეთის ზეიმი! ლუციფერის ხლართები!

გარეგნული "სიმშვიდე", მანტია და ბაფთები!..

პირქუშ საპყრობილეში დაფარული გვარები! -

და სულ ქრისტეს სახელით!

და სულ ქრისტეს სახელით!

და სულ ქრისტეს სახელით!

სიკვდილი და გვამები!..

და მოფორთხავს აფთარი, როგორც უხსენებელი,

ავგული და ავთვალი, ავად სახსენებელი!..

მათ ხომ მუდამ ყოველი ,,იცოდნენ" და "იციან"?! -

მობრძანდება თბილისში თავად ინკვიზიცია!..

ქარია თუ წვიმაა?.. წვიმაა თუ ქარია?..

ზეცა შროშანისფერი, ნეტავი, ვინ არია?!.

შრიალებენ ქარბუქში ჭადრები და ვერხვები

და სივრცეში დაქრიან მალემსრბოლი მხედრები!..

იქნებ, მთები დაიძრნენ ამ ჩემს გულის ძგერაზე?..

ან მტრედები ატირდნენ ლექსთა ფოთოლცვენაზე?..

ქარი აბნევს თბილისში, აზრებს, ათასნაირებს,

იებსა და ენძელებს და იუდას ყვავილებს!..

ვდგავარ გამეხებული!.. ვით ვარ ამის ამტანი?! -

ღმერთო, გადამირჩინე უცოდველი ბატკანი!..

მიხოხავენ მცხეთისკენ რომის ტარტაროზები,

დგანან სვეტიცხოველთან მთავარანგელოზები!..

მიქაელი, გაბრიელ, - სატახტოში ელიან,

როდის მობრძანდებიან გიურზა და მელია!..

და იღვრება ზეციდან უფლის მადლი ულევი,

და ჯარებად მოდიან უხილავი სულები!..

მზის სარკმლიდან ელავენ , როგორც იაგუნდები,

ზეთისხილის რტოები და ცხრა დასის გუნდები.

სამთავროსთან ნინო დგას, ნათლით გაბრწყინებული

და მოქრიან გიორგის ძმები განრისხებულნი!..

გუგუნებენ ზარები - ალავერდის, სიონის

და ფეხზე დგას სამზეო მთელი კავკასიონის!..

ღმერთო, შემაძლებინე, ამ წამების ატანა,

როგორც ჩამოეხეტა, ისე წავა სატანა!..

წავა! წაეხეტება! - ენაგადმოგდებული,

უვიცი და პატარა და ბეჭამოგდებული!..

მე კი მცხეთას დამრჩება ჩემი ძელი ცხოველი,

ჩემი ჯაჭვის პერანგი - თეთრი სვეტიცხოველი!..

და, იჟღერებს მარადის, მარგალიტი ქებული,

ჩემი ენა ქართული, სულიწმიდით ცხებული!

საქართველო ჩემია! - იცოდნენ და იციან! -

ვერ წამართმევს სამშობლოს პაპის ინკვიზიცია!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ