წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

ლოგიკური ამოცანებილოგიკური ამოცანები




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 8476 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - გლეხი და ცხვარი

გლეხმა ცხვარზე საჩივარი

შეიტანა სამსჯავროში.

მელა იყო მოსამართლედ

არჩეული იმა დროში.


მომჩივანს და მოპასუხეს

გამოჰკითხა ყველა წვრილად,

რადგან საქმის გამოკვლევა

არ უყვარდა მას გულგრილად.


გლეხს უბრძანა: “რას უჩივი

ამ საბრალო ცხოველსაო?

ტყუილები არ  არგია

აქ სამართლის მთხოვნელსაო!”


მოახსენა: “რას მიბრძანებ?

აღვიარებ სიმართლესო:

აღარა ვარ ქურდებისგან!

ამომაგდეს, ამიკლესო!..


ქათმებს მპარვენ უმოწყალოდ

აგერ ერთი ხანიაო,

გავსკდი გულზე! აღარა ვარ!

ვეღარ ამიტანიაო!


დღეს მივასწარ საქათმეში

ალიონზე ამ ცხვარსაო,

რომ ჰსუნავდა ბურტყლსა და ძვლებს!

ვეღარ იტყვის უარსაო.”


ცხვარმა უთხრა: “არ  ვყოფილვარ

მე იქ ამის მეტადაო!

ისიც მხოლოდ კუნტრუშის დროს

შევხტი უცაბედადაო.


თვარა ისე რა მინდოდა,

რა ხელი მაქვს ქათმებთანო?

მოწმედა მყავს მთელი ჯოგი,

წარმოვადგენ მათ თქვენთანო.


და ან კი რად მეჭირვება

ან ფული, ან მოწამეო?

ბალახს ვცოხნი, ხორცის  ჭამას

მოვახერხებ განა მეო?”


მელამ გულში ჩაიცინა,

სთქვა: “ცხადია, შენ იპარავ!

ბანზე სიტყვას ტყვილად აგდებ,

მით ნაქურდალს ვერ დაჰფარავ!


ვინ გგონივარ, რომ მატყუებ!

ტყვილა თავს ნუ იკატუნებ,

რაც აქამდი გიხტომია,

აწ კი იმდენს ვერ იხტუნებ.


ქათმის გემო მეც კი ვიცი:

კარგია და გემრიელი!

და შენც რომ ის დაგეჭიროს,

დაგეწვოდა განა ხელი?


რომ ქურდი ხარ, ცხადი არის!

აღარ უნდა დამტკიცება!”

უბრძანა და დაადგინა

მართლმსაჯულმა განჩინება:


დაჰკალით და გაატყავეთ!

ამოიღეთ ოთხში ცხვარი!..

ხორცი მსაჯულს, ტყავი გლეხსა!

და მოისპოს საჩივარი!

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ჰოროსკოპები

 

ტესტები

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ორსულობის შესახებ

 

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

Loading...