მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9522 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - მწყემსი და კოღო

მწყემსი ძაღლის იმედითა

ჩრდილში მიწვა, მიიძინა

და თურმე აქ, მის მახლობლად

შხამიან გველს ჰქონდა ბინა.


რომ  შეხედა, დაიკლაკნა,

მიაშურა სრიალითა,

გესლიანის ორკაპ - ენით,

სისინით და ტრიალითა.


თუ ეკბინა საბრალოსთვის,

გესლი სისხლში ჩაეცალა,

მწყემსი იქვე სულს დალევდა,

მაგრამ კოღომ შეიბრალა.


მიაფრინდა მძინარს ცხვირში,

შიგ ისარი გაუყარა,

გაამწარა, მაგრამ ის კი

სიკვდილისგან დაიფარა.


ადგა, თვალი გაახილა,

ჯოხს დაავლო იქვე ხელი,

გადუქნია მომარჯვებით,

ერთის დაკვრით მოკლა გველი.


მაგრამ უმალ, სიმწარე რომ

იგრძნო კოღოს მან ისრისა,

ცხვირზედ ხელი სემოიკრა

და კოღო ზედ მიისრისა.


ამისთანა მაგალითი

ბევრი არის ამ ცრუ სოფელს,

როცა ძლიერს სუსტი ვინმე

სასიკეთოდ თვალს აუხელს.


ის, სიკეთის მაგიერად,

მის მხსნელსა და მის მოკეთეს

გასწირავს და უმალ მასვე,

როგორც კოღოს, ისე გასრესს.

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ