წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

ლოგიკური ამოცანებილოგიკური ამოცანები




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 11975 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - გედი, კალმახი და კიბო

გედმა, კიბომ და კალმახმა

შეკრეს პირობა მისთანა,

რომ ერთი ტვირთი სამივეს

ზიარად გადაეტანა.


გულმოდგინებით გაებენ

სამივე ერთად მარხილში,

მაგრამ ვერ დასძრეს ის ტვირთი!

ტყვილა ჩავარდნენ სირცხვილში.


ტვირთი კი არაფერია,

თითქმის სულ ცარიელია,

და ადგილიდან ვერ დასძრეს,

ეს უფრო საკვირველია.


აღარ იზოგვენ ძალ - ღონეს,

სწევენ და ექაჩებიან:

ოფლში სცურავენ უბრალოდ,

იმ ადგილზევე რჩებიან.


თურმე ნუ იტყვით... მიზეზი

იმათი გაჭირვებისა

უთანხმოება ყოფილა,

ნაყოფი უმეცრებისა.


ვერ ახერხებენ ვერც ერთი

ერთი მეორის შველასა!..

და მჩატე ტვირთი მიჰქონდათ

სხვადასხვა მხრისკენ ყველასა:


თევზს - წყალში, ფრინველს - ჰაერში,

კიბოს კი - უკან - უკანა,

და მათმა შრომამ მიტომაც

ნაყოფი ვერ მოიტანა.


უთანხმობაა მიზეზი

საერთო უძლურებისა,

და უძლურება - ნაყოფი

პირუტყვულ უმეცრებისა.

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ჰოროსკოპები

 

ტესტები

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ორსულობის შესახებ

 

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

Loading...