მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 24697 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - მაიმუნი და სათვალე

მაიმუნმა სთქვა: „დავბერდი!

თვალმა დამიწყო კლებაო,

მაგრამ ამბობენ, ამ სენის

შველაც კი შეიძლებაო.


ადამიანსაც სიბერით

ესევე ემართებაო,

მაგრამ სათვალეს ხმარობს ის

და აღარ ენაღვლებაო!


თუ მეტი არა უნდარა,

ეს ხერხი რა ძნელიაო?

სათვალეების შეძენა

ჩემთვისაც ადვილიაო!“


წავიდა, ერთის მაგიერ

სადღაც ერთი ცხრა იშოვნა

და მხიარული დაბრუნდა,

ახლა მოვრჩიო, ეგონა.


აიღო, სინჯვა დაუწო,

გადადვა აქეთ-იქითა,

ხან კუდზე წამოიცვა და

ხან ყურზედ ჩამოიკიდა.


თავზედ დაიდვა... ზედ დაჯდა...

უსუნა... კიდეც უკბინა,

მაგრამ არ იქნა, ვერ ნახა

მისი ადგილი და ბინა.


გაჯავრდა: „მეც სულელი ვარ,

რომ ავყევ ქვეყნის ჭორებსო!

ამგვარი სულელური რამ

თვალს როგორ გაასწორებსო?“


და, გულმოსულმა, სათვალე

აიღო, ქვას მიამსხვრია!

როცა ვერა ვსცნობთ საგანსა,

ჩვენშიაც ხოლმე აგრეა!

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ