მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10413 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ერთი მაგისტროსი (მოძღვარი), ძალიან კარგი და სახელოვანი ჭაბუკი, კეისრის ერთგული. ერთხელ კეისარმა საფრანგეთში გაგზავნა მოციქულად. მაგისტროსი დიდად ქველმოქმედი კაცი იყო, უფროსის ფარულად მოქმედებდა. 

გაუდგა გზას და ნახა ერთ ადგილზე შიშველი მკვდარი კაცი ეგდო. გაიარა საკმაო მანძილი და მოსამსახურეებს უთხრა: თქვენ წადით, მე ნუ მელითო! 

როცა ისინი გაეცალნენ, დაბრუნდა, ტანთ გაიხადა, ორი პერანგი ეცვა, ერთი მკვდარს წაახურა, მერე ჩაიცვა და მსახურებს დაეწია. 

მივიდა ერთ ქალაქში. ნახა, ქალაქის მოედანზე ტალახიანი წუმპე იდგა და შიგ საპყარი (დავდრომილი) გლახა ეგდო. არავინ ჰყავდა ამომყვანი და მოწყალების მიმცემი. მაგისტროსი თავად ჩამოქვეითდა სახედრიდან, ხეიბარი წუმპიდან ამოიყვანა, მშრალ ადგილზე დასვა და ერთი ფლურიც (ოქროს ფული) მისცა.

გააგრძელა გზა საფრანგეთისკენ, ჩაჯდა ნავში, მაგრამ ზღვა აუღელდა, ნავი დაემსხვრა და მაგისტროსი უფსკრულში უნდა დანთქმულიყო, როცა ერთმა კაცმა ხელი ჰკრა, ხმელეთზე გამოიყვანა და უთხრა: მე ის გლახა ვარ, შენ რომ წუმპიდან ამომიყვანე; სამაგიეროდ გადაგარჩინეო! 

ჩავიდა მაგისტროსი საფრანგეთში, კეისრის ყველა ბრძანება შეასრულა, მობრუნდა და მივიდა კონსტანტინეპოლში. მოედანზე ცხენი გაააჭენა, წაექცა და წვივი სრულებით დაელეწა. გამოვარდა მეფე თავისი ჯარით. აიყვანეს მაგისტროსი, შეიყვანეს, დააწვინეს, თავს მკურნალები დააყენეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს. 

მაგისტროსს ერთი გულითადი მონა ჰყავდა, სულ მის საწოლთან იდგა და მას დაავალა, დასტაქრებთან (მკურნალებთან) მიდი, ჩემზე რას ამბობენო? როცა მკურნალები გავიდნენ, მონა გაჰყვა, დასტაქრებმა თქვეს: ხვალ მოვიდეთ, თუ ფეხი მუხლში მოგვაჭრევინა, ვუმკურნელებთ და მორჩება, მაგრამ ხელს თუ არ ვახლებთ, მოკვდებაო!

მივიდა მონა და ყველაფერი უამბო. 

მაგისტროსმა მოისმინა და თქვა: ცალფეხა სიცოცხლეს, სიკვდილი მიჯობსო! ბევრი იტირა და მიეძინა. მონა ფერხთით უწვა. 

შუაღამისას სარკმლიდან ერთი კაცი შემოვიდა, თეთრი პერანგი ემოსა; დაჯდა, მაგისტროსი მოიკითხა და ფეხის ამბავი ჰკითხა. მერე უთხრა: მაჩვენე ფეხი, როგორ გაქვსო? 

გაუხსნა ფეხი და უბიდან ერთი პატარა კოლოფი ამოიღო, რომელშიც მალამო იდო. წამალს თითი დააწო, ფეხი დაუზილა და უთხრა: გაანძრიეო! მაგისტროსს არ უნდოდა, მაგრამ არ მოეშვა და გაანძრევინა. ფეხი კარგად გაინძრა. 

მეორედ კიდევ წაუსვა წამალი და უთხრა: ადექი, მომეყრდენიო! მაგისტროსმა ისევ უარი თქვა, მაგრამ არ მოეშვა, საწოლიდან ააყენა და მიიყრდნო. 

შემდეგ დააწვინა, მესამედ წაუსვა მალამო და უთხრა: ადექი და გაიარე, მორჩიო! 

მაგისტროსმა გაიარა და სრულიად განიკურნა. მაშინ კაცმა უთხრა: მე ის მკვდარი ვარ, შენ რომ გზაზე მნახე და საკუთარი პერანგი წამახურე. ის სიკეთე ამგვარად გადაგიხადეო! 

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ