მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11974 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ დიდვაჭარს ერთადერთი შვილი ჰყავდა. სიკვდილის წინ მამამ შვილს უთხრა, რომ სამასი ლიტრა ტყვია ერთს მონას მიაბარა შესანახად, მონას კი სთხოვა, შვილს მანამდე ნუ მისცემ ვიდრე ძალიან არ გაუჭირდებაო. 

მოკვდა დიდვაჭარი. მისი შვილი ღვინის მოყვარული იყო, ხშირად ილხენდა და ღვინის მსმელებთან ერთად თვრებოდა. მამის დანატოვარი სრულიად გაფლანგა და ისე დაგლახავდა, ცოლის სამკაულებს ჰყიდდა.

როცა მსახურებმა ნახეს, რომ ქონებიდან აღარაფერი დარჩა, მის მიმართ პატივისცემა დაკარგეს. ერთხელ შვილს ტყვია მოაგონდა და მონას უთხრა: მამაჩემმა სამასი ლიტრა ტყვია რომ მოგაბარა, მომიტანეო! 

წავიდა მონა და ტირილით დაბრუნდა, უთხრა: მიწაში დავფალი და თაგვს შეუჭამიაო!

დიდვაჭრის შვილმა არ დაუჯერა, მაგრამ ღვინის მსმელებმა დაუმოწმეს: მართალი იქნებაო.

შვილი კიდევ უფრო დაგლახაკდა. ერთხელ მოუნდა თავის ამხანაგებთან სმა და არაფერი ჰქონდა, რომ მისულიყო და მიეტანა. წავიდა, ცოლსა ლეჩაქი მოხადა, გაყიდა. ერთი პური და ცოტა ყველი იყიდა, წაიღო და წავიდა. გზაში უყურადღებოდ მოიქცა და პური და ყველი ძაღლმა შეუჭამა.

მისი ამხანაგები წალკოტში ისხდნენ და სვამდნენ. შევიდა შვილი, მაგრამ ამხანაგებს მისი დიდი ხარჯიანობა და მასპინძლობა დავიწყებოდათ; აღარ გაუმასპინძლდნენ და დატუქსეს: უძღვენოდ რად მოხვედიო! 

შერცხვა შვილს და უთხრა: ყველი და პური მომქონდა და ძაღლმა შემიჭამაო. 

მონამ, რომელიც თან ახლდა, დასცინა და თქვა: ტყუის, ძაღლი როგორ შეუჭამდაო. 

აეტირა შვილს და უთხრა: ღმერთიც გრისხავდეს! თუ სამასი ლიტრა ტყვია ერთმა თაგვმა შეჭამა, ერთ პურსა და ცოტა ყველს დიდი ქოფაკი როგორ ვერ მოერეოდა და შეჭამდაო? - და ნამტირალევი გამოვიდა. 

დაეწია მონა და უთხრა:

- შენ, ჭკუა ვერ ისწავლე! ამოდენა ქონება ვის მოახმარე? ვინ არის მადლიერი? ახლა მე მომისმინე: ღვინის სმას თავი დაანებე და საკუთარი თავის პატივისცემა ისწავლე. ის ტყვია ისევ მე მაქვს. ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა. უწინ რომ მომეცა, მასაც დაკარგავდი. აჰა, ახლა შენი ქონება ღმერთმან მოგახმაროსო! 

შვილმა ქონება მართლაც კარგად მოიხმარა. აღებ-მიცემობა შეისწავლა და ისევ დიდებული ვაჭარი გახდა.

 

* * * * * * * * *

 

საქონელი ბევრი სჯობს, თუ კაცი კარგად მოიხმარს, თორემ შეიძლება გლახაკმა ავ მდიდარს აჯობოს. ძველად თქმულა: ერთმან გლახაკმა თქვა: მეფეებს იმით ვჯობივარ, რომ მე რაც მაქვს, მეყოფა და კიდეც ვჯერდები, და მათ მთელი დედამიწა რომ იშოვნონ, არ იმყოფინებენ და არც გაძღებიანო!

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ