მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 42593 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი აქლემი და ვირი, ტვირთის ზიდვით რომ ზურგი ჰქონდათ გადატყავებული, დაძმობილდნენ და პატრონს გაეპარნენ. კარგი საძოვარი იპოვეს და ისე კარგადაც გასუქდნენ, სულ დაავიწყდათ ადრინდელი სიგამხდრე და გადატყავებული ზურგები.

- ძმაო, სიმღერა მინდაო, - უთხრა ერთხელ ვირმა აქლემს.

აქლემმა დაუშალა:

- ნუ, ძმაო! აღარ გახსოვს, რა ჭირში ვიყავით? ვაითუ ახლომახლო ადამიანები იყვნენ და უარეს დღეში ჩაგვყარონო.

არ დაიჯერა ვირმა და დაიყროყინა. ძალიან ხმამაღალი სიმღერა გამოუვიდა. თურმე იქვე ახლოს მოგზაურები ისვენებდნენ, აქლემები და ვირები დასცვივნოდათ. გაიგონეს ვირის ყროყინი და გაიხარეს:

- მივიდეთ და ვნახოთ, ან შენობა იქნება, ან ქარავანი, იქნებ ულაყი ვიშოვოთო.

მივიდნენ და ნახეს უპატრონოდ გაშვებული მსუქანი აქლემი და ვირი. წაიყვანეს და ორივეს მძიმე ტვირთი აჰკიდეს.

გზა გაგრძელდა, ვირი დამძიმდა და დავარდა. მგზავრებმა ასწიეს ვირი და თავის ტვირთიანად მის ძმობილ აქლემს დაადეს. ცოტა ხნის შემდეგ ერთ ვიწრო გზაზე გავიდნენ, რომელიც კლდის ციცაბო ნაპირს მიუყვებოდა.

აქლემმა ვირს უთხრა:

- ძმაო, მინდა სამაია ვიცეკვოო.

- რა სამაიას საცეკვაო ადგილი აქ არისო? - უთხრა ვირმა.

აქლემმა უპასუხა: იმისთანა სიმღერას ამისთანა ადგილას ცეკვა მოუხდებაო.

გაჯავრებული აქლემი გაიმართა და ვირი კლდეზე გადააგდო.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ