მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8536 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი სპარსი ვაჭარი ინდოეთში წავიდა და მივიდა ქალაქ ქიშმირში. შევიდა დიდებულ ვაჭართა საკრებულოში და ყველას ზემოთ დაჯდა, რიდე (თავსახვევი) მოიხადა, გვერდით დაიდო და ფეხი ფეხზე შემოიდო. ისე ამპარტავნად იჯდა, თითქოს მასზე უდიდესი კაცი იქ არ ყოფილიყო. 

ერთი ინდოელი ამ ყველაფერს გარედან უყურებდა, რადგან არათუ დაჯდომას, შიგნით შესვლასაც არავინ აღირსებდა. როცა სპარსი ასე მჯდომი ნახა, ერთი მოსამსახურე კაცი მიუგზავნა: 

- გამოიკითხე, რამდენი ათასი ქონების პატრონიაო?

როცა სპარსი ჰკითხეს, მან კვეხნით თქვა: სამასი თუმანი მაქვსო. 

როცა გარეთ მდგომმა ინდოელმა ეს გაიგო, ძალიან ეწყინა და თქვა: 

- მე სხვა დიდების გარდა, სამაასი მხლოდ ქარვის სახლი მიდგას ვერცხლით გაწყობილი, მაგრამ საკრებულოში შესვლის ღირსი არ ვარ; ის უმსგავსო კი შესულა და ყველაზე ზემოთ ზის, რა დამსახურებისთვისო?

როცა სპარსი გარეთ გამოვიდა, ინდოელი კართან დახვდა და უთხრა: 

- შენ აქაური ვაჭრობის უმეცარი ხარ. თუ გნებავს, რაც სავაჭრო შენ გაქვს, იმდენს ჩემსას მოგცემ, ერთად ვივაჭროთ და ზიანი და სარგებელი თანაბრად გავიყოთო!

ეამა სპარსს და ნება დართო. სამასი თუმანი სპარსის იყო, სამასი - ინდოელის.

ინდოელმა ურჩია და ექვსასი თუმნის სულ ნიორი და ხახვი იყიდეს. ფუნდუკები იქირავეს და იქ დაახვავეს.

ინდოელმა უთხრა: 

- სამი თვის შემდეგ გაძვირდება და ერთს ათად ამოვიღებთო. 

გავიდა სამი თვე და დალპა მათი საქონელი,

სპარსმა უთხრა: 

- გაფუჭდა ჩვენი ჭირნახულიო! 

ინდოელის რჩევით ვალი აიღეს, მუშები დაიქირავეს, დამპალი საქონელი გადაარჩიეს და საღი შეინახეს. ინდოელმა ისევ მისცა იმედი: - დიდად გასარგებლებო! 

ისევ გავიდა სამი თვე და საქონელი სრულიად დალპა, ერთიც კი აღარ დარჩა. 

დაიწყო სპარსმა ტირილი და ყველაფერი ინდოელს დააბრალა.

ინდოელმა უთხრა: 

- რას ლაყბობ, ზიანი და სარგებელი თანაბარი იყო, შენც და მეც თანაბრად ვიზარალეთო! 

სპარსი ისე დაგლახაკდა, პურის შოვნაც აღარ შეეძლო. ინდოელმა სპარსი თავისთან წაიყვანა, მისცა სამასი თუმანი და უთხრა: ძმაო, ექვსასი თუმანი შენმა იქ ჯდომის ჯავრმა დამაკარგვინაო!

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ