მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 13697 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მეფეს საჭმლის ჭამის დროს ყელში ძვალი გაეჩხირა და ვერცერთმა მკურნალმა ვერ უშველა.

წაიყვანეს ექიმი. მივიდა, ყველაფერი ნახა და ჰკითხა:

- შვილი გყავსო? 

მეფემ უპასუხა: 

- ერთი ძე მყავს, ცხა წლის არის და სილამაზით მზეს გავსო. 

ექიმმა მოახსენა: თუ შვილს მომაკვლევინებ და მის ღვიძლსა შეჭამ, მორჩები; სხვა გზა შენი მორჩენის არ არსებობსო.

მეფემ თავი შორს დაიჭირა, მაგრამ ექიმმა გაუმეორა, რომ სხვა საშველი აღარ იყო, ვეზირებმაც ურჩიეს: 

- თუ შენ მოკვდები, შენი მტრები შენს ძესაც მოკლავენ და სამეფოსაც ააოხრებენ; და თუ მორჩები, სხვა ძე გეყოლებაო. 

გამოიყვანა მეფემ შვილი, მუხლებზე დაისვა, კოცნიდა, ტიროდა და ეუბნებოდა: შვილო, ასე მეუბნებიან, შენი ძე დაკალი, მისი ღვიძლი ჭამე და მორჩებიო! 

შვილმა მოახსენა: თუ შენ გეშველება, ჩემი თავი შენი ჭირის სანაცვლო იყოს, აჰა, მომკალი. მამა შვილს შობს და შვილი მამას ვეღარო! 

მისცეს შვილი ექიმს მოსაკლავად. 

ექიმმა თქვა: ერთი ფარდაგი გამიბით, მეფემ თავისი შვილის მოკვლას არ უმზიროსო!

ფარდაგს იქეთ ჩუმად ერთი თხა მოაყვანინა. როცა თხას ყელზე დანა დააჭირეს, ხმამაღლა დაიბღავლა. მეფეს შვილის ხმა ეგონა, გული დაეწვა და ისე დაიყვირა "ვაი შვილოო", რომ ყელიდან ძვალი ამოვარდა და შორს გაიტყორცნა. 

მეფე ფარდაგს იქეთ შევარდა, ნახა, შვილი ცოცხალი იყო და ექიმს უთხრა: ეს რატომ მიყავიო? 

ექიმმა მოახსენა: ეს ხრიკი რომ არ მექნა, შენ თხისათვის ისეთს რას დაიყვირებდი, რომ ძვალი გამოვარდნილიყოო?

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ