მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6885 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი კარგი ჭაბუკი გზაზე მიდოდა. ხმალიც კარგი ერტყა, საჭურველიც კარგი ჰქონდა და ცოლიც თან მოჰყავდა, ძალიან ლამაზი და კარგი ქალი. გზად მეკობრეები გადაეყარნენ, ხუთი ამხანაგი იდგა და ვინც გაივლიდა ყველას ძარცვავდენ. ჭაბუკი უცნაური იყო, დაუფიქრებლად მიდოდა და ვიდრე ხელი არა სტაცეს, ვერაფერი გაიგო.

გაძარცვეს, ხელი შეუკრეს და წაიყვანეს. 

ერთ-ერთ მეკობრეს მისი ხმალი მოეწონა და ჩუმად უთხრა: ამ შენს საჭურველსა და სხვა ქონებას შენ გაგაყოფინებ. თუ შენს ხმალს წილად მე მარგუნებ, შენს ცოლს მოგცემ და გაგიშვებო. 

ჭაბუკმა ფიცი მისცა: მე თუ გამაყოფინებ, ჩემს ხმალს შენ შეგახვედრებო. 

მიიყვანეს ერთ გაშლილ ადგილზე, სადაც ციხე იდგა და მეკობრეებს იქ დაესადგურათ. ციხეში ათი ხელფეხშეკრული კაცი იყო და იქვე აუარებელი ნაძარცვი ელაგა.

ჭაბუკის თანამზრახველმა მეკობრემ თქვა: ეს ჭაბუკი სულის კაცს ჰგავს, მოდი ნაძარცვი ამას გავაყოფინოთო! 

მეკობრეები დათანხმდნენ და ჭაბუკს ხელები გაუხსნეს. 

დაიწყო ჭაბუკმა გაყოფა; ერთ წილად თავისი ცოლი დასვა, ერთ წილად ერთი ფარი და ზედ თავისი შიშველი ხმალი. 

ანაზდად დაავლო ხელი ხმალს, პირველად ხმალს ვისაც დაპირდა ის მეკობრე მოკლა, მერე მეორე მეკობრე გაისტუმრა საიქიოს. სამნი გაექცნენ. ჭაბუკმა ხელფეხშეკრული ტყვეები გაათავისუფლა, ხმლები მისცა, გამოუდგნენ და ყველა მეკობრე დახოცეს.

ჭაბუკმა ცოლი წაიყვანა და თავისი საჭურველი აიღო, დანარჩენი სხვებს დაუტოვა, მე ესეც მეყოფაო.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ