მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6066 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ორი დავრიში ისპაანში მივიდა. ერთი სადგომში დადგა და მეორე ისპაანის შაჰს ეახლა. 

შაჰმა ჰკითხა: მრავალი თემი მოგივლია, ყველაზე უცნაური რა გინახავსო? 

დავრიშმა მოახსენა: 

- მრავალი უცნაურობა მინახავს, მაგრამ გუშინ ღამე რომ აქ საკვირველება ვნახე, ისეთი არსად მინახავსო. როცა შუაღამე შეიქმნა, ერთი ისეთი ფრინველი მოფრინდა: ერთი ფუნდუკი თავის კაცებითა, აქლემებით, ადგილით, სახლებითა და გალავანით, სრულებით აიტაცა და წაიღოო. 

გაწყრა შაჰი და დერვიში გააძევა: ასეთი ტყუილი რა სათქმელია, ფუნდუკი და მისი გარეშემო ფრინველმა აიტაცა და წაიღოო! 

მოვიდა გაწბილებული დავრიში და ამხანაგს ყოველი უთხრა. ამხანაგმა გალანძღა და უთხრა: საშოვარს მოველოდი და შენ მაგისთანა ტყუილით გამოძებული მოხვალო! ფუნდუკის აღება რამ გათქმევინაო? ან აქლემის ატაცებას იტყოდი, ან ცხენისასაო. 

მერე დავრიშმა თქვა: წავალ ამ ჩემი ამხანაგის ტყუილს გავამართლებო. 

მივიდა შაჰთან დარვიში და მან ჰკითხა: მრავალ თემში ყოფილხარ და ყველაზე უცნაური რა გინახავსო? 

დავრიშმა მოახსენა: ბევრი უცნაური რამ მინახავს, მაგრამ გუშინწინ რომ აქ ვნახე, იმისთანა არაფერიო. როგორც კი მამლის ყივილი შეიქნა, ჰაერიდან ხან აქლემის თავი ჩამოვარდა, ხან ფეხი, ხან ცხენის ნაფლეთი, ხან აგურის ნატეხი, ხან ალიზის ნალეწი. გათენებამდე ვერ დავიძინეო.

შაჰს გაუკვირდა და თქვა: თურმე გუშინდელი დავრიში მართალს ამბობდა და ტყუილად გავაძევეო. 

შაჰმა ტყუილი დაუჯერა და დარვიში უხვად დაასაჩუქრა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ