მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7015 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ საბრალო და მართალ კაცს ანჩხლი ცოლი ჰყავდა. კაცი, როცა პურს საჭმელად აიღებდა, მდინარის პირას დაჯდებოდა, ზოგს თვითონ ჭამდა და ზოგს მდინარეში ყრიდა. 

გავიდა ხანი. მდინარიდან ერთი კაცი გამოვიდა და უთხრა: დიდი ხანია შენი საზრდოთი მზრდი. პირში ენას გამოგავლებ და ყველა სულიერის ენას ისწავლიო. სამაგიეროს ამით მოგიზღავ და თუ ვინმეს ეტყვი, მაშინვე აუცილებლად მოკვდებიო. 

გამოავლო ენა და ისევ მდინარეში ჩავიდა. 

წამოვიდა კაცი და სოფლის პირას დაწვა. საბძელზე ყვავი შემოჯდა, თან ბახალა მოჰყვა. 

ბახალამ დედას უთხრა: ის კაცი მკვდარია, წავალ თვალებს ამოვჭამო. 

დედამ უთხრა: ნუ შვილო, ადამის ტომი ეშმაკია, არ შეგიპყრასო! 

ბახალამ უთხრა: მივალ, ფეხზე ნისკარტს დავკრავ, თუ გაინძრა, გავფრინდები, თუ არა და გულზე დავკრავ, თუ კიდევ არ გაიღვიძა, მკვდარი იქნება და თვალებს დავთხრიო. 

კაცს ყველაფერი ესმოდა. ჩავიდა ბახალა, ფეხზე ნისკარტი დაჰკრა, კაცი არ გაინძრა, როცა გულზე დააჯდა, მისწვდა და შეიპყრო. 

ბახალამ დედას დაუძახა: მიშველეო! 

დედამ უთხრა: რა ვქმნა, გიშალე და არ დაიშალე. მაგ კაცმა რომ ჩემი ენა იცოდეს, მალე დაგიხსნი, მაგრამ ისე რა გიშველოო? 

კაცმა დაუძახა ყვავს: რა გინდა, შენი ენა ვიციო! 

ყვავს ეამა და წინ წაუძღვა. ერთს კაცს მრავალი განძი დაეფლო, აჩვენა და ბარტყი გადაარჩინა. წამოვიდა კაცი და შინ მოვიდა. 

ერთ დღეს, სადღაც სალოცავად წასვლა მოუნდა. ცოლმა დაუჟინა: მეც წამიყვანეო. რომ აღარ დაიშალა, ერთი კვიციანი მაკე ცხენი შეუკაზმა. ქალიც ორსულად იყო. შეჯდა, ერთი მარტვილი ყრმა უკან შემოისვა, საგზალი გადაიკიდა და წავიდა. 

როცა აღმართს შეუდგნენ, კვიცი დავარდა და დედას დაუძახა: მომიცადეო! 

დედამ დაუძახა: მე ერთი მუცელში მიზის და სამი თავისის საგზლით ზურგზე მკიდია. თუ მე დავდივარ, შენ რა დაგემართა, რატომ დავარდიო? 

კაცმა რო მოისმინა, ხმამაღლა გაიცინა. 

ცოლმა უთხრა: რაზე იცინი, მითხარიო? 

მან უთხრა: ვერ გეტყვიო. 

ცოლი არ მოეშვა. 

ქმარმა შეჰფიცა: თუ ვთქვი, მოვკვდებიო. 

ცოლი მაინც არ მოეშვა და ძალიან შეაწუხა. 

ქმარმა უთხრა: რახან არ დამეხსენი, წავიდეთ, ვილოცოთ, შინ მოდი, ჩემი საკურთხისა და სუდარის საქმე მოაგვარე და გეტყვიო. 

ცოლს ეამა, სწრაფად მივიდა, ილოცა, გამობრუნდა, საკურთხი და სუდარა მოუმზადა და ისევ დაიჟინა: მითხარიო

კაცს ერთი ლეკვი ჰყავდა. ტირილით კარში გამოვიდა. გარეთ მამალი დახვდა და ლეკვს ჰკითხა: რა გატირებსო? 

მან ყველაფერი უამბო: პატრონს ცოლი მიკლავს და ის მატირებსო. 

მამალმა უთხრა: შედი, შენი პატრონი გამომიყვანეო! 

ვიდრე კაცი გამოვიდოდა, მამალმა სოფლის დედლები ირგვლივ შემოიკრიბა და შუაში დაუდგა. 

კაცს ჰკითხა: თავს რატომ იკლავო? 

მან უპასუხა: ცოლი არ მეშვება და რა ვქნაო? 

მამალმა ქათმებს რაღაც უთხრა და შემოურბინა. ყველანი გაინაბნენ. მერე კაცს უთხრა: მე სამოცი ცოლი მყავს, ვინძლო უჩემოდ ერთმა საკენკი აიღოს, და შენ ერთის ცოლის ხელით ჰკვდებიო?

კაცმა ჰკითხა: მაშ რა ვქმნაო? 

მამალმა უთხრა: ერთი შინდის ჯოხი მოჭერი, როგორც გეტყვის: თქვიო, მისდექ და იმდენი ურტყი, სანამ არ მიასიკვდილებ და აღარ გკითხავსო. 

დაუჯერა მამალს. როგორ კი ცოლმა ისევ უთხრა, - მითხარიო, მანამდე სცემა, ვიდრე ცოლს არაქათი არ გამოაცალა. და გადარჩა კაცი სიკვდილს.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ