მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8535 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ერთი წმიდა, განდეგილი კაცი. ერთხელ სოფლად გამოსვლა მოინდომა. მივიდა ერთ ქალაქში, შევიდა ერთ დიდებულ კაცთან, რომელიც ძალიან კარგა დაჰხვდა. როგორც მართებდა ისე უმასპინძლა და მოასვენა. დიდებულს ერთის რვის წლის მარტვილი ყრმა ჰყავდა და უხაროდა. 

გავიდა ჯამი. ერთხელ კარზე ტირილი შემოესმათ, მკვდარი მიჰქონდათ. 

მამამ უთხრა მარტვილს: 

- გადი, შვილო, მკვდარი მიაქვთ; ნახე: წარწყმდა, თუ ცხონდაო? 

გავიდა მარტვილი. მოვიდა და სიხარულით მოახსენა: ცხონდაო! 

მეორედ სხვა მკვდარი გამოატარეს. მამამ კიდევ გაგზავნა. 

მარტვილი მწუხარებით შემოვიდა: ეს კი წარწყმდაო! 

განდეგილმა თქვა: ორმოცი წელიწადია უდაბნოში ვარ, ანგელოზი საზრდოს მიზიდავს და მე ვერ ვცნობ, ვინ ცხონდა და ვინ წარწყმდა, ეს მარტვილი როგორ მიხვდაო? 

მარტვილმა უთხრა: იმით გამოვიცანი: ვინც უკან მიჰყვებოდა, იმ ხალხს ყური დავუგდე. ყველანი ამბობდნენ: კარგი და ღირსი იყო, უწყინარი და ღვთის მაამებელიო; ვიცი. მისი ცხონება ამით გავიგე, ცხონებული საქმით შეიტყობა. მეორეს ყველანი უჩიოდნენ: ავი, უწყალო, უსამართლო და მტყუანი იყო, ღვთის არ ეშინოდა და კაცისა არა რცხვენოდაო. მისი წარწყმედა ამით გავიგე, კაცი მისი საქმით იცნობაო.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ