მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9298 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა


 

ივანე კრილოვი - შოშია

ბარტყობისას შოშიას

დაესწავლა სიმღერა,

თუ რომ შაშვი არ იყო,

აღარავის ეჯერა...


ნამდვილ მის ხმა-კილოზე

რომ მორთავდა სალამურს,

არემარე დამტკბარი

სიამით უგდებდა ყურს,


უწონებდნენ, აქებდნენ,

ვერ ჰხედავთ შოშიასო?

მომხიბვლავი ჰანგები

გულს სხივებად შეასო!..


თავგასული შოშია

გაბრიყვდა მეტის ქებით,

დაიწუნა გალობა

შაშვის უსულ-ჰანგებით.


სთქვა: „აღარ მეკადრება

აწ შაშვივით სტვენაო!..

ისა სჯობს, ვაჭახრაკო

ბულბულივით ენაო.


ისეთ ნაირად დავჰკვნეს

და ჩავიხმატკბილებო,

რომ იმ თქვენს სანაქებოს

ბულბულს გავაწბილებო!“


გაიტაცა სიხარბემ,

გადაჰყვა საბრალო გულს,

შაშვურიც დაავიწყდა,

ვეღარც მიჰბაძა ბულბულს;


აწრუწუნდა თაგვივით,

ხან ჩხიკვივით ჩხაოდა,

ხან, როგორც მომაკვდავი

კატის კნუტი, ჭყაოდა.


აერია დავთრები,

რა ექნა არ იცოდა!.

და ვისაც კი ესმოდა,

მისი ცოდვით იწვოდა.


ჩიტებმაც სთქვეს: „ვერ ვუგდებთ

ყურს ამ საძაგლობასო!

კარგი შაშვობა სჯობდა

გლახა ბუბულობასო!“


ყველას აქვს თავ-თავისი

ნიჭი რამ შესაფერი,

მაგრამ ცუდი სიხარბე

თანვე სდევს, როგორც მტერი.


სხვას ჰბაძავენ... თავისას

რომ აღარ სჯერდებიან,

და ყველგან მოსხლეტილი,

სასაცილო ხდებიან!

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ