მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 40623 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. "აწ გლოცავ თქუენ ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა: მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროჲსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა"

) ამოიწერეთ სიტყვები, რომლებიც ნიშნავს გულისყურს.

) ამოიწერეთ ორი სიტყვა, რომელიც ნიშნავს მოსმენას.


2. "და არა თუ ხოლო ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სმენად საწადელი ესე მარტჳლობაჲ წმიდისა ამის მოწამისაჲ, არამედ ყოველთაჲ ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თან."

) გადმოეცით თქვენი სიტყვებით აბზაცის შინაარსი?


3. "მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა. არა განეშორებიან მხოლოდ-შობილსა ძესა ღმრთისასა."

) მოცემული აბზაცის მიხედვით როგორია იმდროინდელი ადამიანების სარწმუნოებრივი მდგომარეობა?

) რას ნიშნავს “გარდაგულარძნეს”?

) რას ნიშნავს “ქენჯნილნი”?

) რასთან არის შედარებული მერყევი სარწმუნოებრივი პოზიციის მქონე ადამიანები?

) რა გზით არ განეშორებიან ადამიანები ღვთის ძეს?


4. "ესევითარსა ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნად წმიდაჲ ესე მოწამჱ; არა თუ პირველითგანვე ჩუენგანი იყო, არამედ უმეცარი, სარწმუნოებისაგან ჩუენისა უცხოჲ, უცხოჲთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შეემეცნა."

) რომელი სიტყვები მიუთითებს, რომ აბო თავიდან არ იყო ქრისტიანი?

) ამოიწერეთ ფრაზა, რომელიც აღნიშნავს, რომ აბომ ქრისტიანულად მოინათლა.


5. "რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერის-მთავარი იგი ქართლისაჲ სახელით ნერსე, ძჱ ადარნესე კურაპალატისა და ერის-მთავარისაჲ, მიწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა ამირა მუმნისა აბდილაჲსგან, რომელი იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა იგი მან აღაშჱნა."

) ამ ეპიზოდის მიხედვით ვინ იყო ქართლის ერისთავი? 

) ვინ იყო ამირა მუმნი?

) ვინ არიან სარკინოზები?


6. "ხოლო შესმენითა ბოროტთა კაცთაჲთა საპყრობილესა შეაგდო მან ნერსე, ერისთავი ქუეყანისა ამის ქართლისაჲ, და პყრობილ იყო იგი მუნ ჟამადმდე სამისა წლისა, ვიდრემდის ბრძანებითა ღმრთისაჲთა მოკუდა აბდილ[ა] ამირა მუმნი და დაჯდა მის წილ ძჱ მისი მაჰდი. ხოლო ქველის-მოქმედმან ღმერთმან არწმუნა გულსა მაჰდი ამირა მუმნისასა განტევებაჲ ნერსჱსი და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა და განუტევა იგი კუალად ერის-მთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა."

) რომელი სიტყვა ნიშნავს დასმენას?

) რატომ დააპატიმრეს ნერსე?

) ვინ გამეფდა აბდილა ამირა მუმნის ნაცვლად?

) რატომ გაათავისუფლა მაჰდიმ ნერსე ერისთავი?

) რა სტსტუსით დაბრუნდა ნერსე ქართლში?


7. "ესე ნაშობი იყო აბრამეანი, ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთაჲსა, რომლისაჲ მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი და დანი მისნი იყვნეს მუნვე ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილოვნისასა. და ესე იყო ყრმა, ჭაბუკ, ვითარ ათრვამეტის წლის, გინა უკნინჱს - აჩჳდმეტის წლის. ამან ინება წარმოსლვაჲ თჳსი აქა ერის-მთავრისა მის ნერსჱს თანა და შეეყო იგი მსახურად მისა. და იყო იგი ჴელოვან, კეთილად-შემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა, და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაჲთა."

) ვისი ძე იყო ისმაილი?

) რას უწოდებდნენ ძველ ქართულ ტექსტებში ბაღდადს?

) დაახასიათეთ აბო მოცემული ეპიზოდის მიხედვით.

) ამოიწერეთ (ან გამოთქვით) ოთხი სიტყვა, რომლებიც ნიშნავს: “იგი მას მსახურად დაუდგა”.

) რა ხელოვნებას ფლობდა აბო და რაში იყო განსწავლული?


8. "და რაჟამს მოვიდა იგი ქართლდ, ცხომდებოდა იგი ნერსე ერისთვისა თანა და თჳსითა სათნოებითა იქმნა იგი საყუარელ ყოვლისა ერისა და შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ჴსნილად."

) რომელი სიტყვა ნიშნავს “ცხოვრობდა”?

) აბოს რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?

) ამ ეპიზოდის მიხედვით რა შეისწავლა აბომ?

) რას ნიშნავს “ზრახვა”?


9. "მაშინ იწყო ზედა-მიწევნად და სწავლად წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რომეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას. და მრავალთაგან შჯულის-მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ.  და ესრეჱთ სრულ იქმნა იგი ყოვლითა მოძღურებითა"

) რა წიგნებია ძველი და ახალი აღთქმის წიგნები? 

) ვისგან  სწავლობდა აბო ქრისტიანულ მოძღვრებას?

) აბოს რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?


10. "მაშინ უდებ-ყო შჯული იგი მაჰმედისი და წესი იგი მამულისა მის ლოცვისაჲ დაუტევა და შეიყუარა ქრისტე ყოვლითა გულითა.  არამედ ვერ განიცხადებდა თავსა თჳსსა სრულიად ქრისტეანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტჱს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტჱსი, რამეთუ ეშინოდა სოფლისა მპყრობელთა ამათ ზედამდგომელთა ჩუენთა სარკინოზთაგან"

) ამოიწერეთ სამი სიტყვა, რომელიც ნიშნავს მამა-პაპისეულ სარწმუნოებას.

) როგორი სულიერი მდგომარეობა აქვს ამ ეპიზოდის მიხედვით აბოს?

) რატომ ეძებდა აბო მყუდრო ადგილს?


11. "და იყო დღეთა მათ შინა კუალად განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავსა ზედა, და ივლტოდა იგი, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდეს მას სარკინოზთა ერი; და უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, და განვლო მან კარი იგი ოვსეთისაჲ, რომელსა დარი-ალან ერქუმის. და რაჟამს განვიდა, იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც და მათ თანავე იყო სანატრელიცა ესე მონაჲ ქრისტჱსი ჰაბოჲ."

) რატომ მოუწია ნერსეს კვლავ სამშობლოს დატოვება? 

) რომელი გზით წავიდა ნერსე საქართველოდან?

) ვინ ახლდა ნერსე ერისთვას?


12. მაშინ, ვითარცა იხილა ნტარმან ჰაბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა და სარკინოზთაჲსა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტჱსა და ნათელ იღო. 

) ამ ეპიზოდის მიხედვით რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა აბოს ცხოვრებაში?

) სად მოინათლა აბო და რამ განაპირობა ეს?


13. მაშინ, შემდგომად რავდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოჲსასა, რაჲთა განუტეოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა, რამეთუ პირველადვე წარეგზავნნეს მას დედაჲ და ცოლი და შვილნი და მონაგები და ყოველნი სახლისა მისისანი, რამეთუ კრძალულ იყო ქუეყანაჲ იგი შიშისაგან სარკინოზთაჲსა.

) რატომ სურდა ნერსეს აფხაზეთში წასვლა?

) რატომ გააგზავნა ნერსემ თავისი ცოლ-შვილი და დედა მაინცადამაინც აფხაზეთში?


14. ხოლო ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა მის ჩრდილოჲსაჲ და განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა. 

) ამოიწერეთ სამი სიტყვა, რომელიც ნიშნავს: “მეფე დამშვიდდა”.

) როგორ გაისტუმრა ჩრდილოეთის მეფემ ნერსე?


15. ვითარცა მოაწიეს იგინი ქვეყანად აფხაზეთისა, მთავარმა მას ქვეყნისამან შეიწყნარა ნერსე ყოვლით ერით მისითურთ. ვითარცა იხილა ნერსე დედოფალი, დედაი თვისი, და ცოლი და ძენი თვისნი, სიხარულით ყოველნივე აკურთხვედეს ღმერთსა ცოცხლებით და მშვიდობით შეკრებითა მათისათა.

) ვინ იხილა ნერსემ აფხაზეთში?

) რატომ ჰმადლობდნენ ისინი უფალს?


16. მაშინ, ვითარცა ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა ნეტარის ჰაბოისთვის, რამეთუ ახალ ნათელღებულ არს, განიხარა ფრიად და ნეტარი ჰაბო უფროისღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქვეყანა იგი სავსეი ქრისტეისს სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკვიდრად იპოვების საზღვართA მათთა.

) რატომ გაიხარა აფხაზეთის მთავარმა?

) ამ ეპიზოდის მიხედვით როგორი ქვეყანა იყო აფხაზეთი?


17. ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა ქართლით, წარმოავლინა მაჰდი ამირა მუმნმან ბრძანებითა ღმრთისაჲთა სტეფანოზ, ძჱ გურგენ ერისთვისაჲ, დისწული ნერსჱსი, ნაცვალად დედის-ძმისა თჳსისა ნერსჱსა, ერის-მთავრად ქუეყანასა ამას ქართლისასა. მაშინ მხიარულ იქმნა ნერსე, რამეთუ სახლისა მისისაგან არა განაშორა უფალმან. 

) ვინ დაადგინა ამირამ ქართლის ერისთავად?

) ვინ იყო სტეფანოზ ერისთავი?

) რატომ გაიხარა ნერსემ?


18. ესეცა წადიერ იქმნა უფროჲსღა გულს-მოდგინედ და წარმოავლინნა მოციქულნი და ითხოვა ჴელმწიფეთაგან ამირათა ამის ქუეყანისათა, რაჲთა უშიშ-ყონ იგი ბოროტისაგან და გამოვიდეს ჴსნილად ყოვლით ერით მისითურთ. 

) რა ითხოვა ნერსემ ამირასგან?

) რომელი სიტყვები გამოხატავს უსაფრთხოდ დაბრუნებას?


19. და ვითარცა წარმოემართნეს იგინი ქუეყანით აფხაზეთით, მაშინ ნეტარსა ჰაბოს მიუწოდა მთავარმან მან აფხაზეთისამან და ჰრქუა: “ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაჲ იგი ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ, და მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა. 

) რა ურჩია აფხაზეთის მთავარმა აბოს?

) რატომ შიშობდა აფხაზეთის მთავარი აბოს სამშობლოში დაბრუნებას?


20. “დაღათუ ბევრეული ოქროჲსაჲ და ვერცხლისაჲ მომცენ მე, გინა თუ ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა. და აწ შენ ნუ დამაყენებ მე,  

) აბოს ხასიათის რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?

) რას სთხოვ აბო აფხაზეთის მთავარს?


21. რამეთუ რაჲ მადლ არს ყოფაჲ ჩემი აქა, სადა არა არს შიში, არცა სიკუდილი ქრისტჱსთჳს? აწ გევედრები, განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტეანობაჲ ჩემი ქრისტჱს-მოძულეთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისა სახარებისაგან თქუმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, 

) რატომ არ სურდა აბოს აფხაზეთში დარჩენა?

) რატომ სურდა მას საქართველოში დაბრუნება?


22. “არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რაჲთა ენთებოდის ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა”.

) რისი თქმა სურს ამ სიტყვებით აბოს?

) რა არის "ჴჳმირი?"


23. და გამოვიდა იგი ნერსჱს თანა ქუეყანად ქართლდ და შემოვიდა ქალაქსა ტფილისს, და იქცეოდა იგი განცხადებულად ქრისტეანედ. და ვითარცა იხილეს იგი ქრისტეანედ მუნ მყოფთა მათ სარკინოზთა, რომელთა იცოდეს იგი პირველად, რომელნიმე ჰყუედრიდეს, რომელნიმე აგინებდეს, რომელნიმე აშინებდეს, რომელნიმე სდევნიდეს, რომელნიმე მშჳდობისა სიტყჳთა შეაჯერებდეს.

) ამოიწერეთ სამი სიტყვა, რომელიც ნიშნავს “მას ადრეც იცნობდნენ”.

) როგორ ცდილობდნენ სარკინოზები აბოს შეშინებას და გადმობირებას?


24. ხოლო იგი განმტკიცებულ იყო ქრისტჱს მიმართ და არავისგან შეძრწუნდებოდა. არამედ სამისა წლისა ჟამთა იქცეოდა ქალაქსა მას შინა და გარემოჲს ყოველსა სოფლებსა განცხადებულად ქრისტეანედ, 

) ამოიწერეთ ორი სიტყვა, რომელიც ნიშნავს: “ქალაქში მიმოდიოდა”

) რა შეიცვალო აბოს ხასიათში?


25. რომელნი ხართ ქრისტჱს-მოყუარენი და მარტჳლთ-მოყუარენი, მიიღეთ ჩემგან სანატრელი ესე სმენაჲ წმიდისა მოწამისა და ქრისტჱს-მოღუაწისაჲ, რომელი სიმჴნითა და დიდებითა გჳრგჳნოსან იქმნა ქრისტჱს მიერ! 

) რომელი სიტყვები გამოხატავს ქრისტეს რჩეულს?


26. მარტჳლობაჲ წმიდისა და ნეტარისა ამის მოწამისა და კეთილად-მოღუაწისა ჰაბოჲსი ქალაქსა ტფილისს. ხოლო იყო ესრე სახედ.

) სად მოხდა აბოს წამება?


27. რამეთუ მცირედ უწინარჱს-რე დღეთა ამათ შეიპყრეს ნეტარი ესე მოწამჱ ქრისტჱსი და მიიყვანეს იგი მსაჯულისა მის, რომელ იყო ამირად ქალაქსა ტფილისს, და ქრისტჱს აღსარებისათჳს შეაყენეს იგი საბყრობილესა, ხოლო შემდგომად რავდენთამე დღეთა გამოითხოვა იგი სტეფანოზ, ერისთავმან ქართლისამან, და გამოიყვანა საპყრობილით და განუტევა. 

) რის გამო დააპატიმრეს აბო?

) ვინ გაათავისუფლებინა აბო საპყრობილედან?


28. და შემდგომად მცირედთა დღეთა კუალად აღიძრნეს შემასმენელნი წმიდისა ამის მოწამისანი, განრისხებულნი და აღბორგებულნი, სავსენი შურითა ქრისტეანეთაჲთა შეიზრახნეს შეთქუმით წმიდასა მას ზედა და შევიდეს წინაშე მსაჯულისა მის, რამეთუ სხუაჲ მსაჯული ამირაჲ შემოსრულ იყო ქალაქსა ტფილისს.

) რას ნიშნავს “შემასმენელნი”, “აბორგნებულნი”, “შეიზრახნენ შეთქმით”?

) გადმოეცით თქვენი სიტყვებით აბოს მტრების განწყობილება?


29. “არს ქალაქსა ამას შინა ჭაბუკი ერთი, რომელი იყო ბუნებით სარკინოზ და განზრდილ და ცხორებულ შჯულითა მით, რომელი მომცა ჩუენ მაჰმედ, მოციქულმან ჩუენმან; და აწ დაუტევებიეს შჯული ესე ჩუენი და იტყჳს თავსა თჳსსა ქრისტეანედ და უშიშად ვალს ქალაქსა შინა და მრავალთა ასწავებს ჩუენგანთა ქრისტეანე-ყოფად. აწ ბრძანე შეპყრობაჲ მისი და შეაგდე იგი სატანჯველსა და გუემასა, ვიდრემდის არა აღიაროს შჯული მაჰმედ მოციქულისა ჩუენისაჲ; უკუეთუ არა, მოკუედინ იგი, რაჲთა არა მობაძავ იქმნენ მისა მრავალნი სიტყჳთა მისითა”.

) ვინ არს მაჰმად მოციქული?

) ამოიწერეთ სიტყვები, რომელიც გამოხატავს შემდეგ აზრს - თავის თავს ქრისტიანს უწოდებს.

) რატომ ითხოვდნენ სარკინოზები აბოს დაპატიმრებასა და წამებას?


30. ამას რაჲ შეასმენდეს, ესმა ვიეთმე ქრისტეანეთა კაცთა და მივიდეს მწრაფლ და უთხრეს ნეტარსა ჰაბოს, ვითარმედ “აწ ესერა გეძიებენ შენ შეპყრობად, ტანჯვად და გუემად”; და შეაჯერებდეს მას, რაჲთამცა მიჰრიდა და დაემალა. ხოლო მან ჰრქუა მათ: “მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებული ვარ ქრისტჱსთჳს, არამედ სიკუდიდცა”. და გამოვიდა იგი სიხარულით და იქცეოდა შორის უბანთა განცხადებულად. მაშინ მოვიდეს მსახურნი იგი მის მსაჯულისანი და შეიპყრეს ნეტარი ჰაბოჲ და შეიყვანეს იგი წინაშე მსაჯულისა მის. 

) ვინ გააფრთხილა აბო და რა ურჩიეს მას?

) რა ღვაწლისთვისაა აბო მზად?

) აბოს რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?


31. და ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “რაჲ არს, რომელი ესე მესმის შენთჳს, რამეთუ ხარ შენ ნათესავით და ტომით სარკინოზ და დაგიტევებიეს მამული შჯული და ქრისტეანეთა თანა შეცთომილ ხარ? აწ განემზადე და ილოცე შჯულითა მით, რომლითა განგზარდეს მშობელთა შენთა”! 

) ამოიწერეთ ორი სიტყვა, რომელიც ნიშნავს “ეს რა მესმის”

) რა ბრალდებას უყენებს მსაჯული აბოს?

) რისკენ მოუწოდებს მსაჯული აბოს?


32. "ეგე კეთილად სთქუ, რამეთუ ვარ მე ბუნებით სარკინოზ,  განსწავლულ ვიყავ შჯულითა მით მაჰმედისითა და ვცხომდებოდე მას შინა, ვიდრე უმეცრებასა შინა ვიყავ. და აწ შეუდეგ მე ჭეშმარიტსა ქრისტჱს მიერ მომადლებულსა სარწმუნოებასა სამებისა წმიდისა, - მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა,  და აწ ქრისტეანე ვარ თჳნიერ ყოვლისა ცილობისა”.

) ამოიწერეთ სიტყვები, რომლებიც ნიშნავს - “ეს კარგად თქვი”.

) ვინ არის მუჰამედი?

) ამოიწერეთ სიტყვები, რომლებიც ნიშნავს - უეჭველად ქრისტიანი ვარ.

) აბოს რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?


33. "ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “დაუტევე სიცოფისა ეგე განზრახვაჲ და უკუეთუ ნაკლულევანებისა შენისათჳს შედგომილ ხარ ქრისტეანეთა, მე უფროჲსღა ნიჭი და პატივი აწვე მიგცე შენ”. 

) რა გზით ცდილობს მსაჯული აბოს გადაბირებას?


34. ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო: “ოქროჲ და ვერცხლი შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად თავისა შენისა; მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ, რამეთუ მაქუს მე ნიჭი ქრისტჱს-მიერი, გჳრგჳნი ცხოვრებისა და უხრწნელებისაჲ და პატივი საუკუნოჲ ცათა შინა”. 

) აბოს რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?

) რა პატივზე ესაუბრება აბო მსაჯულს?


35. "მაშინ უბრძანა მსაჯულმან მან ჴელით და ფერჴით შეკრვაჲ მისი ბორკილითა რკინისაჲთა და ეგრეჱთ შთააგდეს იგი საბყრობილესა. ხოლო ნეტარსა მას უხაროდა და ჰმადლობდა უფალსა და იტყოდა: “გმადლობ შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა”. 

) რა გადაწყვეტილება მიიღო მსაჯულმა?

) რატომ უხაროდა აბოს დაპატიმრება?


36. და იყოფოდა ნეტარი ჰაბოჲ საბყრობილესა შინა მარხვითა და ლოცვითა და ფსალმუნებითა ღამჱ და დღჱ განუსუენებლად და ჰყოფდა იგი ქველის საქმესა: რამეთუ განყიდა მან ყოველი, რაჲცა აქუნდა მას, და ჰზრდიდა იგი მშიერთა და ნაკლულევანთა მის თანა პყრობილთა მათ. 

როგორ ცხოვრობდა აბო ციხეში?

რას ნიშნავს ამ კონტექსტში სიტყვა “ჰზრდიდა”?


37. ხოლო ცრუ-მოძღუარნი იგი შემასმენელნი შევიდიან მისა და ეტყჳედ რომელნიმე რეცა სიტყჳთა ლიქნისაჲთა: “შვილო, ნუ განიწირავ თავსა შენსა, ნუცა სიჭაბუკესა შენსა განჰვაჭრი ქრისტეანედ და ნუცა ძმათა და ნათესავთა შენთა განეშორები, რაჲთა არა შეამთხჳო ძჳრი თავსა შენსა და შეგუაწუხნე ჩუენ ყოველნი”. და რომელნიმე მათგანნი აშინებედ მას და ეტყჳედ: “რაჲ სარგებელ გეყოს შენ ქრისტე იგი შენი, ანუ ვინ გიჴსნეს შენ ჴელთაგან ჩუენთა, რამეთუ ცეცხლი და სატანჯველი აწვე განგჳმზადებიეს შენთჳს არა თუ მოიქცე ჩუენდავე”. 

) რას ნიშნავს “სიტყჳთა ლიქნისაჲთა”?

) რითი ხსნიდნენ თავიან ცრუ წუხილს გადამბირებლები?

) როგორ ემუქრებოდნენ აბოს ზოგნი? კიდევ რომელ ნაწარმოებში გვხვდება მსგავსი გამონათქვამი.


38. ხოლო ნეტარი იგი არა ისმენნ მათსა, არამედ ილოცავნ და უღარღილოდ ფსალმუნებნ გონებითა თჳსითა; 

) რით უპირისპირდებოდა აბო შემასმენლებს?


39. და იყო ნეტარი იგი საპყრობილესა შინა ცხრა დღე, და დღე ყოველ იმარხავნ და ღამის-თევით დაადგრის განთიადადმე. ხოლო დღესა მას მეცხრესა ჰრქუა ყოველთა მათ მის თანა პყრობილთა ქრისტეანეთა და სხუათაცა, ვითარმედ “ხვალე განსლვაჲ არს ჩემი ჴორცთაგან და მისლვაჲ უფლისა ჩემისა და ღმრთისა იესუ ქრისტჱს თანა”, რამეთუ ესე უფალმან გამოუცხადა თჳსსა მას მოწამესა. 

) როგორ ცხოვრობდა საპყრობილეში აბო?

) რა იწინასწარმეტყველა მან?


40. და მაშინ განიძარცუა მან სამოსელი თჳსი და განსცა იგი სავაჭროდ, რაჲთა უყიდონ მას სანთელად კერეონები და საკუმეველი, და წარსცა ყოველთა მათ ეკლესიათა ქალაქისათა, რაჲთა აღანთონ. და მიავლინა ყოველთა მღდელთა ვედრებით, რაჲთა ლოცვა-ყონ მისთჳს, რომლითა არა დაბრკოლდეს სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა და ღირს იქმნეს მოღუაწებასა მას ქრისტჱს მოწამეთასა

) რა შეიძინა აბომ და რა გზით?

) სად გააგზავნა აბომ სანთლები და რა მიზნით?


41. ხოლო მან ღამესა მას წმიდისა მის დღესასწაულისასა, ღამისთევასა მიიხუნა ორნი სანთელნი დიდნი ჴელთა თჳსთა და დადგა იგი შორის საპყრობილესა და დაადგრა მდგომარჱ ზედა ფერჴთა თჳსთა, ვიდრე განთიადამდე, ყოვლადვე დაუჯდომელად, ვიდრემდე აღასრულნა ფსალმუნნი და სანთელნი დაიწუნეს ჴელთა შინა მისთა, რკინითა შეჭედილთა ზედა ქედსა 

) რომელი ქრისტიანული დღესასწაული იგულისხმება?

) სად ჰქონდა მიჯაჭვული აბოს ხელები?

) რომელი 2 სიტყვა ნიშნავს უფლის შემწეობას?


42. "და რაჟამს განთენა მეათჱ იგი დღჱ დღესასწაულისა მის მაცხოვრისა ნათლისღებისაჲ, რომელ არს თთუესა იანვარსა ექუსსა, იყო დღჱ იგი პარასკევი; და თქუა ნეტარმან მან: “დიდ არს ჩემდა დღჱ ესე, რამეთუ ვხედავ ორ-კერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა, რამეთუ დღესასწაულსა ამას შთაჴდა მდინარესა მას იორდანისასა განშიშულებული ნათლის-ღებად. ჯერ-არს ჩემდაცა დღესა ამას, რაჲთა განვიძარცო შიში ჴორცთა ამათ ჩემთაჲ, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა, და შთავჴდე"

) რომელ დღესს და რიცხში აღინიშნებოდა მაცხოვრის ნათლისღება?

) რას ნიშნავს "ორ-კერძოვე ძლევა უფლისა?"

) რა არის, აბოს აზრით, სულის სამოსელი?

) რას ნიშნავს “ჯერ არს ჩემდა”?


43. "მაშინ მოითხოვა წყალი და დაიბანა პირი თჳსი და იცხო ზეთი თავსა თჳსსა და თქუა: “მაშინ სადამე ვიყავ თჳთ მენელსაცხებელე, კეთილად შემმზადებელ სულნელთა მათ საცხებელთა, ხოლო ესე საცხებელი დღედ დაფლვისა ჩემისა არს, ამიერითგან არღარა ვიცხო განქარვებადი ესე მწირობისა ჩემისა ზეთი, არამედ, ვითარცა “ქებასა შინა ქებათასა” ბრძენმან სოლომონ მასწავა მე: “სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი” ქრისტე, რომელმან აღმავსე მე განუქარვებელითა მით სულნელებითა სარწმუნოებისა და სიყუარულისა შენისაჲთა. იცი შენ, უფალო, რამეთუ შეგიყუარე შენ უფროჲს თავისა ჩემისა!” და ესე რაჲ თქუა, წარავლინა წმიდად ეკლესიად და მოჰგუარეს მას წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი." 

) რას ნიშნავს ფრაზა - ხოლო ესე საცხებელი დღედ დაფლვისა ჩემისა არს?

) რას ნიშნავს ფრაზა - განქარვებადი ზეთი?

) სოლომონ მეფის რომელ წიგნზეა საუბარი ამ ეპიზოდში?

) რას ნიშნავს ფრაზა - “სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი”

) რომელ ქრისტიანულ საიდუმლოზეა სუბარი ამ ეპიზოდში?


44. “გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომანიჭებელი ჴორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! 

) რისთვის ჰმადლობს აბო უფალს?


45. "და ესე ვითარცა თქუა, მყის მოიწინეს მსახურნი იგი მსაჯულისანი, და იჯმნა ყოველთა მათგან პყრობილთა ქრისტეანეთა და ჰრქუა მათ: “ლოცვასა მომიჴსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთროსა ამას სოფელსა”! 

) ვის სთხოვს აბო ლოცვებში მოხსენიებას?


46. "და გამოიყვანეს იგი ეგრჱთვე ბორკილითა ფერჴთა და ჴელთაჲთა; და მიჰყვანდა იგი შორის ქალაქსა და რომელნი ჰხედვიდეს მას ქრისტეანენი და მეცნიერნი მისნი, ცრემლოოდეს მისთჳს. ხოლო წმიდამან ჰაბო ჰრქუა მათ: “ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ”!

) შუშანიკის წამების რომელ ეპიზოდს გაგონებთ მოცემული ეპიზოდი?

) სად ატარებდნენ აბოს მოცემული ეპიზოდის მიხედვით?


47. ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ხედვიდა თჳსსა მას გუამსა; და სულითა თჳსითა მოგზაურ ქმნული თჳთ იტყოდა ფსალმუნსა ამას ას და მეათრვამეტესა. 

) რას ხედავდა აბო?

) რომელ ფსალმუნს ამბობდა აბო?


48. და ესრჱთ მიიწია იგი კარსა მას მსაჯულისა მის ამირისასა; და რაჟამს მიიწია, კადნიერად დასწერა ჯუარი კარსა მას და თჳთცა დაიბეჭდა ჯუარი. და წარადგინეს იგი წინაშე მსაჯულისა მის, და ჰრქუა მას მსაჯულმან: “რაჲ არს, ჭაბუკო, რაჲ განიზრახე თავისა შენისაჲ”? ხოლო წმიდაჲ მოწამჱ აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მას: “მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!” 

) ამოიწერეთ 2 სიტყვა, რომელიც ნიშნავს პირჯვრის გადასახვას.

) აბოს რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?

) რას ნიშნავს: რაჲ განიზრახე თავისა შენისაჲ”?


49. ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “არა დაგიტევებიეს სიცოფჱ იგი და უგუნურებაჲ შენი”? ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო: “უკუეთუმცა უმეცრებასა და უგუნურებასა შინა ვიყავ, არამცა ღირს ვიქმენ შედგომად ქრისტჱსა»! ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “არა გიცნობიესა, რამეთუ სიტყუანი ეგე შენნი მომატყუებელ სიკუდილისა გექმნებიან შენ”? ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო: “უკუეთუ მოვკუდე, მრწამს მე, რამეთუ ქრისტჱს თანა ვცხომდე, ხოლო შენ რასა განაგრძობ? რაჲ გეგულების ჩემ ზედა, იქმოდე, რამეთუ მე, ვითარცა კედელსა მაგას, რომელსა მიყრდნობილ ხარ, ეგრე არა მესმიან ცუდნი ეგე სიტყუანი შენნი. რამეთუ გონებაჲ ჩემი ქრისტჱს თანა არს ზეცას”!

) რომელი სიტყვა ნიშნავს სიგიჟეს?

) რას ნიშნავს ფრაზა - “არა გიცნობიესა, რამეთუ სიტყუანი ეგე შენნი მომატყუებელ სიკუდილისა გექმნებიან შენ?”

) რას ნიშნავს - რაჲ გეგულების ჩემ ზედა, იქმოდე?


50. ჰრქუა მას მსაჯულმან მან: “რაჲ ეგოდენი სიტკბოებაჲ გაქუს ქრისტჱს შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი”? ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო: “უკუეთუ გნებავს ცნობად სიტკბოებაი მისი, შენცა გრწმენინ ქრისტე და ნათელი იღე მისა მიმართ და მაშინღა ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა”! 

) ვის სიტყვებს გაგონებთ “შუშანიკის წამებიდაN” მსაჯულის ეს სიტყვები: “რაჲ ეგოდენი სიტკბოებაჲ გაქუს ქრისტჱს შენისაგან,”

) ამოიწერეთ ოტხი სიტყვა, რომელიც ნიშნავს: “არ გეცოდება საკუთარი თავი?”

) რა ურჩია აბომ მსაჯულს და მის რა თვისებაზე მეტყველებს ეს რჩევა?


51. მაშინ განრისხნა ამირაჲ იგი და უბრძანა განყვანებაჲ მისი გარე და მოკუეთაჲ თავისა მისისაჲ. ხოლო მსახურთა მათ გამოიყვანეს გარეშე კართა, ეზოსა მას ტაძრისასა, და განჰჴსნეს იგი ჴელით და ფერჴით საკრველთა მათგან რკინისათა. ხოლო ნეტარმან მან თავით თჳსით მწრაფლ განხეთქა სამოსელი იგი, რომელ ემოსა, და განშიშულებულმან დაიბეჭდა ჯუარითა პირი და გუამი თჳსი და თქუა: “გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა! და ესე რაჲ თქუა, უკუნ ისხნა ჴელნი თჳსნი ჯუარის სახედ ზედა ზურგსა თჳსსა და მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღად-ყო ქრისტჱს მიმართ და მოუდრიკა ქედი თჳსი მახჳლსა. 

) აღწერეთ მოცემული ეპიზოდის მიხედვით აბოს სიკვდილით დასჯის სცენა.

) რას ნიშნავს “გამოიყვანეს გარეშე კართა”?

) რისთვის ჰმადლობს აბო სამებას?

) რას ნიშნავს: “უკან იხსნა ხელნი”?

) რას ნიშნავს “კადნიერითა სულითა”?

) აბოს რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?


52. და სცეს მას მახჳლითა სამ-გზის, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ შიშითა სიკუდილისაჲთა განაშორონ იგი ქრისტესა; ხოლო წმიდაჲ იგი მარტჳლი დუმილით მჴნედ მიითუალვიდა მახჳლსა, ვიდრემდის შეჰვედრა სული თჳსი უფალსა. 

) აბოს რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?

) როგორ აშინებდნენ აბოს გადმობირების მიზნით?


53. და ვითარცა იხილეს ქრისტჱს მბრძოლთა მათ შემასმენელთა წმიდისა მის მოწამისათა, რამეთუ  სარწმუნოებითა და მოთმინებითა სძლო მათსა მას სიბორგილესა, უფროჲსღა აღივსნეს შურითა და შევიდეს წინაშე მძლავრისა.

) რითი სძლია აბომ სარკინოზები?

) რას ნიშნავს “სიბორგილე”?


54. მის და ჰრქუეს: “ჩუენ ვიცით, რამეთუ ჩუეულებაჲ არს ქრისტეანეთაჲ ესრე სახედ: თუ ვინმე თავი მოიკლის ქრისტჱს მათისათჳს, მოიპარიან გუამი მისი და პატივს-სციან მას დაფლვითა, ტყუვილითა რეცა თუ სასწაულსა და კურნებასა რასმე განსთქუმედ ერსა შორის, და ამით სახითა მრავალნი უცებნი შეიტყუვნიან. აწ ბრძანე გუამი მისი მოცემად ჩუენდა, რაჲთა განვიღოთ და დავწუათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ იგი და აღვჴოცოთ საცთური ქრისტიანეთაჲ, რაჲთა იხილონ ყოველთა და შეეშინოს და რომელნიმე მათგანნი მოიქცენ ჩუენდა და ჩუენგანთა ეშინოდის და არღარა შეუდგენ სწავლასა ქრისტეანეთასა”.

) რატომ სთხოვეს სარკინოზებმა მსაჯულს აბოს გვამის მიცემა?

) რომელი სიტყვები გამოხატავს აზრს - პატივს მიაგებენ დამარხვით?

) რა ტყუილს ავრცელებენ ქრისტიანები, სარკინოზთა ნაზრით, და რა მოზანს ემსახურება ეს?

) რატომ სურთ სარკინოზებს აბოს გვამის დაწვა?


55. ამას დაღათუ ქრისტეანეთა  ხოლო ჰრქუა მათ მსაჯულმან: “წარიღეთ ვიდრეცა გნებავს და ყავთ, ვითარცა თჳთ იცით”! 

) რას ნიშნავს: "ყავთ, ვითარცა თჳთ იცით”!?


56. "და ვითარცა გამოიღეს წმიდაჲ იგი გუამი წმიდისა მის გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაჲ, მუნ გარდამოიღეს იგი ურმისა მისგან და დადვეს იგი ქუეყანასა. და მოიღეს შეშაჲ და თივაჲ და ნაფთი და დაასხეს გუამსა მას ზედა წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი ადგილსა მას, რომელ არს აღმოსავლით ციხესა მას ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან სადილეგო, პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდჱ, კლდჱ მდინარისა მის დიდისაჲ, რომელი განჰვლის აღმოსავალით ქალაქსა, ესე არს სახელით მტკუარი, ხოლო ადგილსა მას არავის აუფლეს მისლვად ქრისტეანეთაგანსა, ვიდრემდის აღასრულეს დაწუვაჲ იგი ჴორცთა მათ წმიდისა მოწამისათაჲ"

) რომელ ადგილს ეწოდება საგოდებელი?

) როგორ მოექცნენ სარკინოზები აბოს ცხედარს?

) სად მდებარეობდა ის ადგილი, სადაც წმინდანის ძვლები დაწვეს?

) რას ნიშნავს: არავის აუფლეს მისლვად?


57. "ხოლო ძუალნი იგი წმიდისა მოწამისანი, რომელთა ვერღარა უძლეს დაწუვაჲ, შთაკრიბნეს ტყავსა ცხოვრისასა და შეკერნეს მტკიცედ და მიიხუნეს და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა. ქრისტჱს-მბრძოლთა მათ ესრჱთ ყვეს და ესრჱთ ღუაწლი კეთილი მოიღუაწა ნეტარმან მან."

) რომელ მდინარეში ჩაყარეს აბოს ძვლები?

) განმარტეთ რას ნიშნავს - ღუაწლი კეთილი მოიღუაწა? რომელი  მოციქულის ეპისტოლეს ეხმიანება ეს სიტყვები?


58. მაშინ იწყო სიმრავლემან ქალაქისამან ქრისტიანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაჲ მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას, სადაცა დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი. მოხუცებულნი მირბიოდეს კუერთხებითა თჳსითა, მკელობელნი ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ჴდომით ურთიერთას, დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სულნელები იგი წმიდასა მას ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა; ნანდჳლვე იყვნეს ესენიცა მსგავს მათა, რამეთუ რბიოდეს ცრემლითა და მიაქუნდა მათ თანა სანთლები და საკუმეველი ჴელითა თჳსითა. ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტჱსითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა, და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა შინა განიკურნებოდეს. ხოლო ყოვლად ძლიერმან ღმერთმან უფროჲს გამოაჩინა ძალი თჳსი და პატივ-სცა თჳსსა მას მარტჳლსა და აჩუენა სასაწაული საკჳრველი, რაჲთა უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ქრისტჱს მოწამე არს. 

) ამოიწერეთ ტექსტიდან ფრაზა, რომელიც ნიშნავს _ ყველანი მიდიოდნენ იმ ადგილას.

) ამოიწერეთ სიტყვები, “მორბოდნენ”, “კოჭლი”, “ხტომა”, “ჯოხი”

) ვინ იყვნენ მენელსაცხებლე დედები?


59. ვითარცა შემწუხრდა დღჱ იგი და იყო ჟამი პირველი ღამისაჲ მის, გარდამოავლინა უფალმან ადგილსა მას ზედა ვარსკულავი მოტყინარჱ, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ. ხოლო კუალად მეორესა ღამესა უმეტჱსღა წყალთა გამოსცეს განსაკჳრვებელი ნათელი და განათლებულ იყო გარემოჲს კიდეთა მის მდინარისათა კლდჱ-იგი და კბოდენი და ჴიდი იგი, ზჱთგან ვიდრე ქუედმდე, რომელსა ეგრევე ყოველი სიმრავლჱ ქალაქისაჲ ჰხედვიდა, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს, რამეთუ ჭეშმარიტად იესუ ქრისტჱს, ძისა ღმრთისა მარტჳლ არს,

) რა სასწაული მოხდა იმ ადგილას, სადაც აბო აწამეს და რომელ საათზე? 

) რატომ ხედავდა ამ სასწაულს მთელი ქალაქი?

) რას ნიშნავს კბოდენი?


60. აწ მოვედით, ქრისტჱ-მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ ჴსენებასა ახლისა ამის წმიდისა მოწამისასა, რომელი ყოველსა ამას სოფელსა ჩუენსა ქართლისასა მეოხად ჩუენდა ქრისტემან მოგუანიჭა, და სიხარულითა მრავლითა განვახუნეთ საუნჯენი გულთა და გონებათა ჩუენთანი და მხიარულითა პირითა და განმარტებულითა ენითა ვაქებდეთ კეთილად-მოღუაწებასა მისსა და ვიტყოდით: 

) რას ნიშნავს ახალი წმინდა მოწამე?

) რას ნიშნავს: “მეოხედ ჩვენდა”?

) რას ნიშნავს: “განმარტებულითა ენითა”?


61. "აწ გლოცავ თქუენ ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა: მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროჲსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა, - რამეთუ ქრისტჱსთჳს არიან და სანატრელთა მისთა მოწამეთათჳს, - შეიწყნარეთ კარავსა გუამისა თქუენისასა და სავანჱ განუმზადეთ."

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


62. "მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულ[ნი]"

ვინ არის დამონებული და ვის მიერ?


63. "იყო იგი მუნ ჟამადმდე სამისა წლისა, ვიდრემდის ბრძანებითა ღმრთისაჲთა მოკუდა აბდილ[ა] ამირა მუმნი და დაჯდა მის წილ ძჱ მისი მაჰდი. ხოლო ქველის-მოქმედმან ღმერთმან არწმუნა გულსა მაჰდი ამირა მუმნისასა განტევებაჲ ნერსჱსი და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა და განუტევა იგი კუალად ერის-მთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა."

) ვის დაპატიმრებაზეა საუბარი?


64. "და რაჟამს მოვიდა იგი ქართლდ, ცხომდებოდა იგი ნერსე ერისთვისა თანა და თჳსითა სათნოებითა იქმნა იგი საყუარელ ყოვლისა ერისა და შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ჴსნილად."

) ვიზეა საუბარი მოცემულ ეპიზოდში?


65. "და იყო დღეთა მათ შინა კუალად განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავსა ზედა, და ივლტოდა იგი, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდეს მას სარკინოზთა ერი; და უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, და განვლო მან კარი იგი ოვსეთისაჲ, რომელსა დარი-ალან"

გაიხსენეთ რა მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა აბოს ცხოვრებაში ხაზარეთში.


66. მაშინ, შემდგომად რავდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოჲსასა, რაჲთა განუტეოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა, 

) ვინ იგულისხმება მეფესა მას ჩრდილოჲსასა?


67. "ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა ქართლით"

) გაიხსენეთ რატომ დაბრუნდა ნერსე ქართლში?


68. “ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაჲ იგი ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ, და მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


69. “დაღათუ ბევრეული ოქროჲსაჲ და ვერცხლისაჲ მომცენ მე, გინა თუ ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა. და აწ შენ ნუ დამაყენებ მე,  

) ვის ეუბნება აბო ამ სიტყვებს?


70. “არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რაჲთა ენთებოდის ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა”.

) ვის სიტყვებს იმეორებს აბო?


71. “არს ქალაქსა ამას შინა ჭაბუკი ერთი, რომელი იყო ბუნებით სარკინოზ და განზრდილ და ცხორებულ შჯულითა მით, რომელი მომცა ჩუენ მაჰმედ, მოციქულმან ჩუენმან; და აწ დაუტევებიეს შჯული ესე ჩუენი და იტყჳს თავსა თჳსსა ქრისტეანედ და უშიშად ვალს ქალაქსა შინა და მრავალთა ასწავებს ჩუენგანთა ქრისტეანე-ყოფად. აწ ბრძანე შეპყრობაჲ მისი და შეაგდე იგი სატანჯველსა და გუემასა, ვიდრემდის არა აღიაროს შჯული მაჰმედ მოციქულისა ჩუენისაჲ; უკუეთუ არა, მოკუედინ იგი, რაჲთა არა მობაძავ იქმნენ მისა მრავალნი სიტყჳთა მისითა”.

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


72. “აწ ესერა გეძიებენ შენ შეპყრობად, ტანჯვად და გუემად”;

) ვინ ეუბნება აბოს ამ სიტყვებს?


73. “რაჲ არს, რომელი ესე მესმის შენთჳს, რამეთუ ხარ შენ ნათესავით და ტომით სარკინოზ და დაგიტევებიეს მამული შჯული და ქრისტეანეთა თანა შეცთომილ ხარ? 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


74. “ოქროჲ და ვერცხლი შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად თავისა შენისა; მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ, რამეთუ მაქუს მე ნიჭი ქრისტჱს-მიერი, გჳრგჳნი ცხოვრებისა და უხრწნელებისაჲ და პატივი საუკუნოჲ ცათა შინა”. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს და ვის ეუბნება?


75. “გმადლობ შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა”. 

) გაიხსენეთ, როდის ამბობს აბო ამ სიტყვებს?


76. “შვილო, ნუ განიწირავ თავსა შენსა, ნუცა სიჭაბუკესა შენსა განჰვაჭრი ქრისტეანედ და ნუცა ძმათა და ნათესავთა შენთა განეშორები, რაჲთა არა შეამთხჳო ძჳრი თავსა შენსა და შეგუაწუხნე ჩუენ ყოველნი”. და რომელნიმე მათგანნი აშინებედ მას და ეტყჳედ: “რაჲ სარგებელ გეყოს შენ ქრისტე იგი შენი, ანუ ვინ გიჴსნეს შენ ჴელთაგან ჩუენთა, რამეთუ ცეცხლი და სატანჯველი აწვე განგჳმზადებიეს შენთჳს არა თუ მოიქცე ჩუენდავე”. 

) ვინ და რა მიზნით ეუბნება აბოს ამ სიტყვებს?


77. “ხვალე განსლვაჲ არს ჩემი ჴორცთაგან და მისლვაჲ უფლისა ჩემისა და ღმრთისა იესუ ქრისტჱს თანა”, რამეთუ ესე უფალმან გამოუცხადა თჳსსა მას მოწამესა. 

) საპყრობილეში ყოფნიდან მერამდენე დღეს თქვა აბომ ეს სიტყვები?


78. "და მაშინ განიძარცუა მან სამოსელი თჳსი და განსცა იგი სავაჭროდ"

) რა მიზნით გაყიდა აბომ სამოსელი?


79. "ხოლო მან ღამესა მას წმიდისა მის დღესასწაულისასა, ღამისთევასა მიიხუნა ორნი სანთელნი დიდნი ჴელთა თჳსთა და დადგა იგი შორის საპყრობილესა და დაადგრა მდგომარჱ ზედა ფერჴთა თჳსთა, ვიდრე განთიადამდე, ყოვლადვე დაუჯდომელად, ვიდრემდე აღასრულნა ფსალმუნნი და სანთელნი დაიწუნეს ჴელთა შინა მისთა, რკინითა შეჭედილთა ზედა ქედსა"

) რომელ ღამეზეა ტექსტში საუბარი?


80. “დიდ არს ჩემდა დღჱ ესე, რამეთუ ვხედავ ორ-კერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა, რამეთუ დღესასწაულსა ამას შთაჴდა მდინარესა მას იორდანისასა განშიშულებული ნათლის-ღებად. ჯერ-არს ჩემდაცა დღესა ამას, რაჲთა განვიძარცო შიში ჴორცთა ამათ ჩემთაჲ, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა, და შთავჴდე, 

) როდის ამბობს აბო ამ სიტყვებს?


81. “მაშინ სადამე ვიყავ თჳთ მენელსაცხებელე, კეთილად შემმზადებელ სულნელთა მათ საცხებელთა, ხოლო ესე საცხებელი დღედ დაფლვისა ჩემისა არს, ამიერითგან არღარა ვიცხო განქარვებადი ესე მწირობისა ჩემისა ზეთი, არამედ, ვითარცა “ქებასა შინა ქებათასა” ბრძენმან სოლომონ მასწავა მე: “სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი” ქრისტე"

) რომელი ქრისტიანული საიდუმლო შეასრულა აბომ, ვიდრე ამ სიტყვებს წარმოთქვამდა და რომელი ქრისტიანული საიდუმლო აღასრულა ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ.


82. "ჰრქუა მათ: “ლოცვასა მომიჴსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთროსა ამას სოფელსა!”

) ვის მიმართავს აბო?


83. "ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ხედვიდა თჳსსა მას გუამსა; და სულითა თჳსითა მოგზაურ ქმნული."

) რომელ ფსალმუნს ამბობდა აბო?


84. “რაჲ არს, ჭაბუკო, რაჲ განიზრახე თავისა შენისაჲ”? ხოლო წმიდაჲ მოწამჱ აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მას: “მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!” . “არა დაგიტევებიეს სიცოფჱ იგი და უგუნურებაჲ შენი”?: “უკუეთუმცა უმეცრებასა და უგუნურებასა შინა ვიყავ, არამცა ღირს ვიქმენ შედგომად ქრისტჱსა»! ჰრქუა მას “არა გიცნობიესა, რამეთუ სიტყუანი ეგე შენნი მომატყუებელ სიკუდილისა გექმნებიან შენ?”

) რომელი პერსონაჟები საუბრობენ ამ ეპიზოდში?


85. “გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა! და ესე რაჲ თქუა, უკუნ ისხნა ჴელნი თჳსნი ჯუარის სახედ ზედა ზურგსა თჳსსა და მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღად-ყო ქრისტჱს მიმართ და მოუდრიკა ქედი თჳსი მახჳლსა?"

) როდის ამბობს აბო ამ სიტყვებს?


86. "ჰრქუეს: “ჩუენ ვიცით, რამეთუ ჩუეულებაჲ არს ქრისტეანეთაჲ ესრე სახედ: თუ ვინმე თავი მოიკლის ქრისტჱს მათისათჳს, მოიპარიან გუამი მისი და პატივს-სციან მას დაფლვითა, ტყუვილითა რეცა თუ სასწაულსა და კურნებასა"

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


87. ამას დაღათუ ქრისტეანეთა  ხოლო ჰრქუა მათ მსაჯულმან: “წარიღეთ ვიდრეცა გნებავს და ყავთ, ვითარცა თჳთ იცით”! 

) რას ნიშნავს: "ყავთ, ვითარცა თჳთ იცით!?"

 

ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ავტორი: ქეთევან ქურდოვანიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ