მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 213811 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თეოდორე და ქრისტეფორე ფარულად ღამით ხანძთიდან წავიდნენ და რამდენიმე ბერიც თან წაიყვანეს და გაემართნენ ქართლისკენ. მამა გრიგოლმა მოძებნა ისინი და იპოვა. ხოლო მათ შენდობა სთხოვეს მოძღვარს და უთხრეს:

- შეგვინდე, წმინდა მამაო.

ხოლო გრიგოლმა უპასუხა:

- ღვთის ნებით კეთილი განზრახვა გაქვთ და მაგ ღვაწლის თანამონაწილე მეც გამხადეთ.

და ერთად წავიდნენ სამცხესა და ქართლის უდაბურ მიდამოებში და იპოვეს ორი ადგილი სამონასტროდ და ააშენეს სენაკები. უწოდეს თეოდორეს სავანეს ნეძვი, ხოლო ქრისტეფორესას კვირიკე წმიდა (კვირიკეთი). გრიგოლმა მოწაფეები დაუტოვა მათ.

ხოლო ნეტარი მამა ჩვენი გრიგოლი ორ მონასტერში იმყოფებოდა - ხანძთასა და შატბერდში.

მუდამ ამ ორ მონასტერს შორის მიმოდიოდა და ყველა დღესასწაულის წარმართვა კარგად იცოდა. რადგან, რაც ესწავლა, არასოდეს დაავიწყდებოდა; ჰქონდა სასიამოვნო და ტკბილი ხმა, განსაკუთრებული მეხსიერება. 

რადგან ხანძთაში ახლაც არის სულიწმიდის შთაგონებით  გრიგოლის ხელით დაწერილი საწელიწადო იადგარი (ეკლესიაში წირვა-ლოცვის დროს მთელი წლის მანძილზე გამოსაყენებელი კრებული), რომელიც ტკბილხმოვანია. 

გრიგოლმა არა მარტო ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები და ძველი აღთქმის მრავალი წიგნი იცოდა ზეპირად, არამედ არაკანონიკური წიგნებიც, წმინდა მოძღვართაგან თქმული, რომელსაც ზეპირად წარმოითქვამდა, რაც ჩვენს ბუნებას აღემატება, რადგან სადაც ღვთის ძალა დაივანებს, აღასრულებს ყოველივეს, რაც აღემატება ადამიანურ ბუნებასა და ცნობიერებას.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ